''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''

''ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით...''

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვნელი, რეჟისორი დავით საყვარელიძე ივნისში მაყურებელს ლაშა ბუღაძის პიესა ''ნავიგატორის''პრემიერას სთავაზობს. სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ეს მისი პირველი ნამუშევარია. შეხვედრისას საუბარი ამ თემით დავიწყეთ...

- ''ნავიგატორი''საკმაოდ შთამბეჭდავი პიესაა. ერთი მხრივ სენტიმენტალური და იმავდროულად მხიარულიც. ეს რადიოპიესაა და მის სცენურ ვერსიას რეჟისორული აზარტით შევეჭიდე. სხვათა შორის, ამ პიესის შექმნის თანამონაწილე ვიყავი. ერთხელ მე და ლაშა პრაღიდან მიუნხენის მიმარ-თულებით, ბაიროითში მივდიოდით. მანქანა ვიქირავეთ. გზა არ ვიცოდით, არაცენტრალურ ტრასაზე სიარული გვიწევდა და ამიტომ ჩავრთე ნავიგატორი, რომელსაც ქალის ხმა ჰქონდა. არაერთ ადგილას ახალ გზას აგებდნენ. ნავიგატორი გზას რომ მკარნახობდა, იმ ადგილას თხრილებს ვაწყდებოდი და ამიტომ გვერდს ვუვლიდი. შესაბამისად, როგორც კი გზიდან გადავუხვევდი, იწყებდა ''ყვირილს''. ამაზე ნერვები მომეშალა და დავუწყე ლაპარაკი, გზა შენზე კარგად ვიცი, საიდანაც მინდა, იქიდან წავალ-მეთქი. მერე ამაზე მე და ლაშა გზაში ვღადაობდით. თბილისში რომ ჩამოვიდა, დაწერა პიესა ამ მოგ-ზაურობის შესახებ. ეს პიესა მოსკოვში 2013 წლის ნოემბერში თანამედროვე თეატრ ''პრაქტიკაში''მაქვს დადგმული. ასე ვთქვათ, შესისხლხორცებული მქონდა ეს მასალა და აქაც არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერე.

- ბატონო დავით, 9 წელი ოპერის დირექტორი იყავით. დღემდე ბევრისთვის ოპერასთან ასოცირდებით. მუსიკა გიყვართ, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავთ...

- დიახ, ასეა. საოპერო ხელოვნების, რეჟისურის, ოპერის წყობის შესასწავლად წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ვიყავი სტაჟირებაზე. ბავშვობიდან მელომანი ვარ, განსაკუთრებით მიყვარდა ოპერა, რომელიც საშინელი ვირუსია. თუ ერთხელ მოგეწონა, დარწმუნებული ვარ, ოპერის ფანი გახდები. მახსოვს, ბებიებსა და ბებიის დებს ორი წლიდან დავყავდით სპექტაკლებზე. ვფიქრობ, რეჟისორი იმიტომ გავხდი, რომ საოპერო ხელოვნებასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ოპერა ჩემთვის ჟანგბადია. არაერთი რეჟისორისა და სპექტაკლისათვის მაქვს მუსიკა დაწერილი. ამ თვალსაზრისით 30-მდე სპექტაკლი მაქვს გაფორმებული. თეატრალურ წრეებში მიცნობენ, როგორც კომპოზიტორსაც.

- ვიცი, თეატრის გახსნას აპირებდით...

- დიახ, მე და ზალიკო ჩიქობავა ''მიხაილოვის''საავადმყოფოს პირდაპირ არსებული შენობის მესამე სართულს, სადაც 500-კაციანი დარბაზია, არენდით ვიღებთ. ზალიკო იქნება ხელმძღვანელი, პროდიუსერი, მე შემოქმედებით ნაწილს მივხედავ.

არაჩვეულებრივი აკუსტიკაა. რემონტისთვის ვემზადებით, გაკეთდება საორკესტრო ორმო და შემოდგომის ბოლოს გავხსნით. მინდა, იმ სცენაზე წარმოვადგინოთ საოპერო დადგმები, დრამატული სპექტაკლები, მიუზიკლები, კონცერტები. მინდა, იქვე ჩვენც გადავიდეთ - სოხუმის თეატრი. 2010 წელს ჩამოვაყალიბე ფონდი, რომლის ეგიდით სხვადასხვა კონკურსი ტარდება. ახლახან 35 წლამდე თანამედროვე კომპოზიტორთა კონკურსი ჩავატარე. მონაწილეებს თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ ერთსაათიანი საოპერო ნაწარმოები. 26 ივნისს გვექნება დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებული ქართველი კომპოზიტორი 10 ათას ლარს მიიღებს და შევეცდები, შემდეგ ეს ნაწარმოებები დავდგა. ამ გზით, გვინდა, ხელი შევუწყოთ ქართული ოპერის შექმნასა და განვითარებას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება