ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"

ჯულიანა ბარ-გნარი და გიორგი ყიფშიძე ღამეს ბარ-რესტორანში ატარებენ - "მთავარია, ბედნიერი ვარ"

ჯულიანა ბარ-გნარის და გიორგი ყიფშიძის რომანზე მთელი თბილისი ალაპარაკდა. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" გასულ სეზონზე გაიცნო, სადაც გიორგი და ჯულიანა მეწყვილეები იყვნენ.

თითქმის მთელი საქართველო მათ გულშემატკივრობდა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს. ჯულიანა მაშინ ამბობდა, რომ გიორგი მას არ ეფლირტავებოდა, პირიქით, მსახიობთან და მის მეუღლესთან, ანი ჩიკვილაძესთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მეგობრობა სიყვარულის საწინდარი გახდა და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ჯულიანა და გიორგი ყიფშიძე შემოდგომაზე დაქორწინებასაც აპირებენ.

იმასაც ამბობენ, რომ მსახიობმა ჯულიანას გამო ცოლი სახლიდან გააგდო. თუმცა ჭორის გადამოწმება გიორგი ყიფშიძესთან ვერ შევძელით. მისი ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ გიორგის პირად ცხოვრებაში არ ერევიან.

ანი ჩიკვილაძე გიორგი ყიფშიძის მეორე ცოლია, მანამდე ის კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ნატაშკა ჰყავს. მეორე ქორწინებიდან მსახიობს ნანატრი ვაჟი ჰყავს, პატარა ალექსანდრე რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ გაჩნდა.

ჯულიანა ბარ-გნარი ხმაურიანი სასიყვარულო ისტორიებით არასდროს გამოირჩეოდა, ერთხელ უყვარდა, მაშინ როცა 15 წლის იყო. მას შემდეგ სერიოზულად შეყვარებული არავისზე ყოფილა. გიორგი და ჯულიანა უკვე აღარ ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სხვა კონკურსანტებთან ერთად ხშირად დადიან გასართობად. Ambebi.ge ჯულიანას დაუკავშირდა:

- ჯულიანა, მართლა შეყვარებულები ხართ შენ და გიორგი ყიფშიძე?

- არ ვაპირებ ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთებას. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მინდა ხმამაღლა საუბარი.

- ჭორია თუ მართალი, ეს მაინც გვითხარი?

- მგონი უკვე გიპასუხეთ.

- მართლა დაქორწინებას აპირებთ შენ და გიორგი?

- აღარ გიპასუხებთ არც ერთ კითხვაზე, მე არ ვაპირებ დაქორწინებას და გიორგი არ ვიცი. მთავარია, ბედნიერი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება