ყველაზე გამომწვევი ქართველი ქალების ტატუები

ყველაზე გამომწვევი ქართველი ქალების ტატუები

სხეულის მოხატვა სხვადასხვა სახის სვირინგებით სულ უფრო აქტუალური ხდება. ამაზე არც ცნობილი ადამიანები ამბობენ უარს.

თიკო სადუნიშვილი

ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ქალი იყო, რომელმაც სვირინგი გაიკეთა. "მაესტროზე" მუშაობის დროს წელზე მზე ამოისვირინგა. თიკო სადუნიშვილმა ცოტა ხნის წინაც გაიკეთა ახალი ტატუ, კერძოდ, ხელი მთლიანად მოიხატა. მოგვიანებით მას თიკა ჯამბურიამაც მიბაძა და დროებითი ტატუ მანაც გაიკეთა.

თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გარეგნობაზე ექსპერიმენტებს იშვიათად ატარებს. მოწყენილი და ერთფეროვანი ცხოვრების გასახალისებლად რამდენიმე წლის წინ თაკომაც გაიკეთა ტატუ და მაჯაზე დაიწერა I was born to be happy. "არ მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც სხვასაც აქვს და ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე თვითონ მომაფიქრდა, რომ დამეწერა I was born to be happy. ყოველთვის, როდესაც ტატუს ვუყურებ და ამ სიტყვებს ვკითხულობ, დადებითად ვიმუხტები",-განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შორენა ბეგაშვილი

სკანდალურ მსახიობ შორენა ბეგაშვილს არაერთი ტატუ ამშვენებს. ხელზე რამდენიმექიმიანი ვარსკვლავები აქვს ამოსვირინგებული. ცოტა ხნის წინ მან სხეულის ინტიმურ ადგილზეც გაიკეთა ტატუ, კერძოდ ბიკინის ზონაში, რომლის ამსახველი ფოტოებიც "ფეისბუქზე" თავად გამოაქვეყნა. რა დატვირთვა აქვს მსახიობისთვის ამ ტატუებს, უცნობია.

ლელა წურწუმია

რამდენიმე წლის წინ მომღერალმა წელზე მზე ამოისვირინგა. მაშინ ქალის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უჩვეულო იყო და ამის გამო ლელა წურწუმია განსჯის საგანიც გახდა. უცნობია, მომღერალს ახლაც უმშვენებს თუ არა სხეულს წლების წინ ამოსვირინგებული მზე.

ნინა სუბლატი

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ნინა სუბლატი სვირინგების დიდი მოყვარულია. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი სვირინგის ფოტო გამოაქვეყნა. წარწერა, რომელიც ნინამ ხელზე გაიკეთა, სავარაუდოდ, სიმბოლურია. თუმცა, როგორც ფოტოდან ჩანს, ერთ-ერთ სიტყვას ასო აკლია – Bright-ის ნაცვლად წერია Brght...

თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძეს სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს. ფეხზე ფერადი ყვავილი აქვს ამოსვირინგებული, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიკეთა, არათითზე კი წითლად შვილის სახელი, სანდრო აწერია. თამუნას მკლავზეც აქვს უფერული ტატუ გაკეთებული, წარწერით I bring drama (მე მომაქვს დრამა), რომელიც მხოლოდ სიბნელეში ჩანს. თითზე და ხელზე მუსერიძეს ტატუ ინდოელმა სპეციალისტმა გაუკეთა.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება