რა რეაქცა ჰქონდა თორნიკე ყიფიანის მეუღლეს თამთასა და ყიფოს ჩახუტებაზე

რა რეაქცა ჰქონდა თორნიკე ყიფიანის მეუღლეს თამთასა და ყიფოს ჩახუტებაზე

"იქს ფაქტორის" პირველი სეზონი დასრულდა. გამარჯვება დამაჯერებელი სხვაობით მოიპოვა თორნიკე ყიფიანმა. პროექტის ყველა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი, ვინც სცენაზე საჩუქრის გადასაცემად ავიდა, თორნიკე ყიფიანი მათი რჩეული გახდა. ერთი სიტყვით, ყველა პრიზი ყიფოს ხვდა წილად. დანარჩენებს მხოლოდ ტაშის დამკვრელის ფუნქცია ჰქონდათ. მხოლოდ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გაახსენდა დანარჩენი ფინალისტები და ყველა მათგანი ლონდონში ვოკალის კურსებზე გასამგზავრებელი ბილეთებით დაასაჩუქრა.

თორნიკეს გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თორნიკე, გილოცავ გამარჯვებას, გუშინ ფაქტობრივად ყველაფერი მოიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩამოთვალო შენი კუთვნილი პრიზები, რამე რომ არ გამოგვრჩეს.

- ბინა მოვიგე გუდაურში, მანქანა, ორი ორკაციანი საგზური - პარიზში და ჰოლანდიაში, გიტარა, 30 ათასი ლარი, სწავლის კურსები ლონდონში...

- პროექტის მხარდამჭერი ყველა კომპანიის ფავორიტი იყავი, ყველა პრიზი შენ გადმოგეცა, უხერხულობის მომენტი ხომ არ გაქვს ამის გამო დანარჩენ ფინალისტებთან.

- იქ უფრო მქონდა (იცინის).

- გადაგიარა?

- (იცინის) ჰო, არ ვიცი.

- დღეიდან როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება, ისევ წახვალ თურქეთში სამუშაოდ?

- არ ვიცი, ჯერ ჩემს მენეჯერს და იმ მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი.

- შენ როგორ ფიქრობ, დადგება იმის საჭიროება, რომ კვლავ მოწყდე ოჯახს?

- არა, ალბათ არა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება