როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები

როგორი დედები არიან ქართველი სექსსიმბოლოები და რას აპროტესტებენ მათი შვილები

ეს ქალბატონები ხშირად იხსენიებიან ქართველ სექსსიმბოლოებს შორის. ცნობილი, ლამაზი, მუდამ მოწესრიგებული და სექსუალური სელებრითები, რომლებსაც საზოგადოება ხშირად განიხილავს ხოლმე, შინ ჩვეულებრივი დედები არიან, ჩვეულებრივი დედური საზრუნავებით, "ხალათით და ჩუსტებით". ჩვენც დავინტერესდით მათი შვილებთან დამოკიდებულებით, პრობლემებით, საშინაო ამბებით და იმითაც, თუ რა გავლენას ახდენს მათი პოპულარობა ბავშვებზე.

სოფია სებისკვერაძე:

- თუ გარეთ არ გავდივარ, შეიძლება, მთელი დღის განმავლობაში პიჟამებით ვიარო. ოჯახში ყველაფერს ვაკეთებ, საჭმელებიდან დაწყებული, დასუფთავებით დამთავრებული, მაგრამ გამოვტყდები, ამით სიამოვნებას ვერ ვიღებ. იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი შვილი მარტოები ვცხოვრობთ, საოჯახო საქმეების კეთება მიწევს. სხვათა შორის, მარის ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული სადილები და მეუბნება, მზარეულების შეჯიბრზე უნდა გამოხვიდეო.

- შვილთან სიმკაცრე გახასიათებს?

- მარისთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ეს ადვილი სულაც არაა, პირიქით, სირთულესთანაა დაკავშირებული. ურთიერთობაში კომფორტი კი გვაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვიძაბები, უნდა გავაკონტროლო, რამე არ შემეშალოს, ზედმეტი არ მომივიდეს, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს თავისუფლება აბნევთ და არ მინდა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მარი ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვია, ხშირად მიკითხავს რჩევა და გონივრულად უპასუხია.

- მეგობრული დამოკიდებულბა კი გაქვთ, მაგრამ თუ არის საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდებით?

- ბევრ დროს ატარებს დამჯდარ მდგომარეობაში და ძირითადად ამაზე მაქვს პროტესტი. დღევანდელ ბავშვებს არ უყვართ ეზოში ჩასვლა, ურჩევნიათ, სახლში ისხდნენ და მეგობრებს ტელეფონის ან ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდნენ, სოციალურ ქსელში უფრო აქტიურობენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

- თაყვანისმცემლების შესახებ თუ გიყვება ხოლმე?

- კი, მაგრამ რაღაც მომენტში შევამჩნიე, ჩემს მეგობრებს უფრო მეტს უყვება, ვიდრე მე. მართალია, ჯერ პატარაა, მაგრამ ვინც ჰყვარებია და მე განსაკუთრებული მოწიწებით მოვქცეულვარ იმ ბავშვს. უთანხმოების შემთხვევაში კი სიტუაციაში ვერკვევი ხოლმე, და ყოფილა შემთხვევა, როცა მარის ხასიათიდან გამომდინარე, თავად მარი გამიმტყუნებია, რაზეც გაბრაზებულა.

- მარი როგორ აღიქვამს დედის პოპულარობას?

- ისეთი პოპულარული არ ვარ, რომ ეს რამეში ხელს მიშლიდეს. არის მომენტები, როცა ჩემზე ჭორაობენ, რაღაცებს ლაპარაკობენ, მარამ მიჩვეულია ასეთ რაღაცებს და დიდად არ აქვს რეაქცია. თუმცა ყურადღების ცენტრში მოქცევა არ სიამოვნებს, სიმშვიდე უყვარს.

- ზოგადად, როგორ ხვდება შენს პირად ცხოვრებაში გამოჩენილ ადამიანს?

- როცა ჩემს პირად ცხოვრებაში კონკრეტული ადამიანი იყო, იცნობდა მას და უყვარდა ძალიან, მას შემდეგ რაიმე კონკრეტული სიტუაცია არ მქონია ამ მხრივ, ასე რომ, დისკომფორტიც არ გვაქვს.

ირინა ონაშვილი:

- სახლში "ხალათით და ჩუსტებით" სიარული არ მიყვარს, თან არც მაქვს იმის დრო, რომ მთელი დღე საშინაო ფორმით გავატარო, მაგრამ როცა გავდივარ სადმე, მაშინ უფრო ჩვეულებრივი ვარ, მით უმეტეს ზაფხულში, როცა ცხელა და ყველაფერი ზედმეტია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება