ლატვიამ გაზმანოვს, კობზონსა და მომღერალ ვალერიას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიამ გაზმანოვს, კობზონსა და მომღერალ ვალერიას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიამ რუს მუსიკოსებს - ოლეგ გაზმანოვს, იოსიფ კობზონს და ვალერიას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ლატვიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ პირებმა თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყვეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას.

ლატვიის საგარეო უწყებამ გადაწყვეტილება იმიგრაციული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიიღო.

შესაბამისად, აღნიშნული რუსი მუსიკოსები ვერ შეძლებენ დაესწრონ იურმალაში "ახალი ტალღის" კონკურსს, რომელიც დღეს იწყება.

ასევე იხილეთ: ალა პუგაჩოვა შვილებს იურმალაზე წაიყვანს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება