"ახალი ტალღა 2014": ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

"ახალი ტალღა 2014": ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

მუსიკალური კონკურისის, "ახალი ტალღა 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ჟიურის შემადგენლობა დაასახელა. ჟიურის თავმჯდომარე ტრადიციულად რუსეთის სახალხო არტისტი, კომპოზიტორი იგორ კრუტოი იქნება. ჟიურის შემადგენლობაში შედიან იგორ ნიკოლაევი, ლაიმა ვაიკულე, ლეონიდ აგუტინი, ვალერია, ვალერი მელაძე და კონსტანტინე მელაძე. თუმცა ადგილობრივი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვალერია კონკურსზე დასწრებას ვერ შეძლებს (იხილეთ მიზეზები).

წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა ტრადიციულად უცვლელია, თუმცა წელს დანარჩენებს რუსეთის კიდევ ერთი სახალხო არტისტი ფილიპ კირკოროვი შეუერთდება.

შეგახსენებთ, კონკურსი 22-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 13 ქვეყნის წარმომადგენელი 16 ახალგაზრდა მიიღებს.

საქართველოს 17 წლის ნუცა ბუზალაძე წარმოადგენს, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტით - "ერთი ერთში" გაიცნო.

ქართველი კონკურსანტი იურმალაში სამი სიმღერით წარსდგება. ერთ-ერთს - "ყვავილების ქვეყანას" ნუცა ბუზალაძე სოფო ხალვაშთან ერთად შეასრულებს. ბოლო საკონკურსო დღეს, რომელზეც სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილი სიმღერა სრულდება, ბუზალაძე მაია კაჭკაჭიშვილის In My Dreams-ს შეასრულებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება