ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა

ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა

ლალი მოროშკინა 17 წლიდან საჭეს უზის. პირველი მანქანა ''07'' მშობლებმა უყიდეს. მას მერე იმდენი მანქანა გამოიცვალა, სათვალავიც აერია. აქედან ერთით მცხეთის ხიდიდან ''გადაფრინდა'', საბედნიეროდ, გადარჩა, ერთს მეხი დაეცა. ახლა ''ბე-ემ-ვე X 5'' ჰყავს და მიიჩნევს, რომ კარგი მძღოლია.

- ლალი, პირველად საჭეს როდის მიუჯექი?

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ასეთი არჩევანი გვქონდა. ან ხელსაქმით უნდა დავკავებულიყავი, რასაც ყველა გოგონა ირჩევდა, ან სატვირთო მანქანაზე ვისწავლიდი მანქანის მართვას. მე, რასაკვირველია, მეორე ავირჩიე. ''კამაზის'' მაგვარ მანქანაზე ვისწავლე მართვა. შემდეგ უკვე ინსტიტუტში იყო ავტოსკოლა, სადაც უფრო გავაღრმავე ცოდნა და ავიღე მართვის მოწმობა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვიცი მანქანა, საფუძვლიანად მაქვს ნასწავლი.

- ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ქალი მძღოლები იშვიათად დადიოდნენ?

- ქალი მძღოლები თითზე ჩამოსათვლელი იყო. ათ ქალში ერთ-ერთი მე ვიყავი. ჩემი პირველი მანქანა იყო ''07''. მაშინვე ვაცნობიერებდი, რომ ჯობს, კარგ მანქანაზე დაჯდე, რადგან, რაც უფრო ძველია მანქანა, მით უფრო ხარჯიანია. პირველი მანქანა მშობლების დახმარებით ვიყიდე. დედაჩემმა ჩაწყობილი ნომრები მიშოვა. დღესაც ვეტრფი ამ მარკის მანქანას, მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი გამართული საბჭოური მანქანაა. მართვა მექანიკაზე ვისწავლე და მგონია, რომ ნამდვილი მძღოლი მექანიკას უნდა სწავლობდეს, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავჯდები მექანიკაზე. ქალაქის გადატვირთულ მოძრაობას, საცობებს სხვა ნერვები სჭირდება. მერე მყავდა: ''ალფა რომეო'', ''ტოიოტა ლენდკრუიზერი'', წითელი ''როვერი'', სპორტული ''მერსედესი'', რომლითაც მცხეთის ხიდიდან გადავეშვი. ახლა კი მყავს ''ბე-ემ-ვე'', მაგრამ მიმაჩნია, რომ ''მერსედესი'' ყველაზე უსაფრთხო მანქანაა. ის რომ არა, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.

- მარტო იჯექი?

- კი. ხიდზე იყო ორმო, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის ლერი ხაბელოვის ძმა, თემურ შაშიაშვილის მძღოლი და ჩემ მერე კიდევ ორი გოგო. მხოლოდ ამის მერე ჩაატარეს ამ ხიდზე სარემონტო სამუშაოები. წვიმის დროს ეს ორმო ივსებოდა და მძღოლისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩებოდა. ჩავარტყი ორმოში, მოვსრიალდი. მოვახერხებდი, გავაჩერებდი მანქანას, მაგრამ წყლის ჭავლი იმდენად ძლიერი იყო, მანქანამ ჩათვალა, რომ ეს იყო ავარია და გახსნა ''აირბაგი''. ამან გამთიშა, მართვის უნარი დავკარგე და ხიდიდან გადავფრინდი. ვიღაც კაცმა დაინახა ეს ყველაფერი და მაშველები გამოიძახა. სხვათა შორის, ღვედი არ მეკეთა. ახლა ვფიქრობ, რომ ამანაც გადამარჩინა. ღვედი რომ მკეთებოდა, შუაზე გადა-მჭრიდა. ჩემს უფროს შვილსაც მოუვიდა მსგავსი ავარია, ისიც უღვედობამ გადაარჩინა. მას მერე ღვედის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ წესებს მაინც ვემორჩილები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება