ფოტოგრაფი, რომლის ძაღლიც პროფესიონალურად პოზირებს...

ფოტოგრაფი, რომლის ძაღლიც პროფესიონალურად პოზირებს...

19 წლის ნანიკო გავაკეთაშვილი წარმოშობით მცხეთის რაიონიდან, კერძოდ, სოფელ მუხრანიდან არის. უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს. სურათების გადაღებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. დღეს ფიქრობს, რომ ეს ოცნება ნაწილობრივ მაინც აისრულა, რადგან მისი არქივი უკვე ბევრ საინტერესო ფოტოს ინახავს. სწავლის გარდა, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრშიც მუშაობს და პატარების გაზრდით გამოწვეულ სიხარულს ფირზე აღბეჭდავს.

- ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება. დღემდე, თუნდაც მეგობრებთან ერთად ვიყო, ვცდილობ, სხვა თვალით შევხედო გარემოს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ამ სფეროში შემეღწია და ოცნება ავიხდინე. ახლახან ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში სპეციალური კურსებიც გავიარე. პირველად ფოტოაპარატი ორი წლის წინ შევიძინე, მაგრამ პროფესიონალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მშობლები დამეხმარნენ და ახლა უკეთესი მაქვს. ვიღებდი პეიზაჟებს, პორტრეტებს. დღემდე ძალიან მიყვარს ადამიანების გადაღება.

- შენი ფოტოარქივიდან განსაკუთრებულად რომელ ფოტოს გამოყოფდი?

- რამდენიმე ფოტო განსაკუთრებულად მიყვარს, მაინც ჩაფიქრებული მოხუცის პორტრეტს გამოვყოფდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი, ეს სურათი რომ გადავიღე. ძალიან სევდიანი იყო, თითქოს ცხოვრებამ გული ატკინა. ამან ჩემში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

- ყოველთვის თან დაგაქვს ფოტოაპარატი?

- პროფესიონალი არა, მაგრამ ჩემმა მასწავლებელმა მირჩია და ამას დღემდე ვასრულებ, რომ თუ სადმე საინტერესო კადრი დავინახე, პატარა ფოტოაპარატით ან მობილურით ვიღებ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება