რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს

რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს

დრედები და აფრიკული ნაწნავები ბოლო დროს ქართველი თინეიჯერებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მოდურ გასართობად იქცა. სამორისა და თამთა გოდუაძეს ამ კუთხით პიარში ჯილდო ეკუთვნით და თავისებურ მოდის კანონმდებლებადაც იქცნენ საქართველოში, როდესაც მათი ვარცხნილობა უამრავმა ადამიანმა აიტაცა და აქტუალურად იქცა. სხვათა შორის, ცნობილ ადამიანებს ამ კუთხით საქართველოში ნაკლებად "იყენებენ", ამ მხრივ ყველაზე კარგად საკუთარ თავს თიკო სადუნიშვილი "ყიდის", სხვადასხვა ქართველი დიზაინერი ხშირად აცმევს მას ახალ სამოსს გასარეკლამებლად. ასევე თიკომ გაიკეთა პირველმა მოკლე ვარცხნილობა და ხელზე ტატუ ხნით, რომელიც მოგვიანებით, მთელმა საქართველომ აიტაცა.

ცნობილი სარეკლამო ფანდია, როდესაც სხვადასხვა პოპულარული მომღერლის კლიპში ახალი ტრენდები შემოდის და შემდეგ მსოფლიოშიც აქტუალური ხდება. მაგალითად, პირველად ცნობილ სახეებს შორის ჯენიფერ ლოპესმა გაიკეთა ფრანგული მანიკიური, რომელიც შემდეგ ქალბატონების უმრავლესობამ აიტაცა, რიანამ გრძელი და მოხატული ფრჩხილები შემოიტანა მოდაში, მსოფლიო მოსახლეობის თმის ვარცხნილობა და სიგრძეც იმის მიხედვით იცვლება, რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავი რომელ თმის ფერსა თუ სიგრძეს ამჯობინებს.

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვარსკვლავები თავიანთი იმიჯის ამბებს თავად არასდროს წყვეტენ და ახალი ტრენდის წარდგენისთვის დიდ ფულსაც იჯიბავენ.

რასაკვირველია, ამაში სამორის ფული არ აუღია, რადგან თავიდანვე დრედებით დადიოდა, მაგრამ ორი წლის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი გამოჩენის შემდეგ დრედები თინეიჯერებმა აიტაცეს, თუმცა ცნობილი სახეებიდან ვერავინ გაბედა ამ რისკზე წასვლა. თამთა გოდუაძის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, აფრიკული ნაწნავები ერთიმეორის მიყოლებით გაიკეთეს ნანიკო ხაზარაძემ, მისმა შვილმა, ყოფილმა დედამთილმა, ასევე ნინა სუბლატმა.

სოციალურ ქსელში გაჩნდა დრედებიანი ქართველებისა და აფრიკულნაწნავიანი გოგონების სპეციალური გვერდებიც. თუმცა, დრედებისგან განსხვავებით, ნაწნავებს, გარდა ვიზუალური დატვირთვისა, განსაკუთრებული ლეგენდა არ აქვს.

მაგალითად, რასტამანების სექტის წევრებისთვის დრედს ვარცხნილობაზე მეტი დატვირთვა აქვს. მათ სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ღმერთი ჰაილე სელასი, ეთიოპიის იმპერატორი, დრედზე მოჰკიდებს ხელს და ისე წაიყვანს საიქიოში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება