არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა

არჩილ ქავთარაძემ ''კომას'' სცენარი გლდანის ციხეში დაწერა

არჩილ ქავთარაძის მხატვრული ფილმი ''კომა'' კინოეკრანებზე გასული წლის გაზაფხულზე გამოვიდა, ხოლო ტელევიზიით რამდენიმე დღის წინ უჩვენეს. რეალურ ამბებზე დაფუძნებული ფილმის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება და ჩვენს ციხეებში არსებულ სიტუაციას ასახავს. იმავდროულად, სამედიცინო სფეროში არსებულ პარადოქსებზეც მიგვანიშნებს...

მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო ჯგუფის დასრულების შემდეგ ფილმის რეჟისორ არჩილ ქავთარაძეს ''კომამდე'' გადაღებული აქვს: ''უსათაუროდ'' და ''სუბორდინაცია''. ამ უკანასკნელს 2007 წელს თბილისის კინოთეატრებში მაყურებელთა დასწრების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა. ამჟამად სარეკლამო კომპანიის საქმიანობაშია ჩართული და კიდევ ერთი ფილმის სცენარზე მუშაობს, რომლის თემა კვლავ ყველასათვის ნაცნობი, აქტუალური და პრობლემურია...

- ''კომაში'' ასახული თემა საქართველოში უამრავ ოჯახს შეეხო. საქართველოს ციხეებში 300 ათასზე მეტი პატიმარი იხდიდა სასჯელს...

- 300 ათას ადამიანს შორის მეც მომიწია ყოფნამ, 2008 წელს თავად ვიყავი ციხეში, ეს სისტემა ''შიგნიდან'' დავინახე. იქვე დამებადა პროტესტის გრძნობა და წინააღმდეგობის განცდა, მინდოდა რაღაცნაირად, რითაც შემეძლო, სისტემის წინააღმდეგ გამელაშქრა. ფურცლის პატარა ნაგლეჯებზე, წვრილი შრიფტით ვწერდი ჩანახატს, ასე ვთქვათ, სცენარის ჩონჩხს. ფურცლებს ვკეცავდი, ფსალმუნის ჩასადები ტოპკები მოვქსოვე და იქ ვაწყობდი. შემდეგ ამ სახით ისინი ადვოკატს გადავეცი და ჩემს სახლში მივატანინე. აი, იქ დაიდო სათავე ამ ფილმმა. გარკვეული პერიოდი არ ვხსნიდი, მაგრამ მივუბრუნდი. ფურცლებზე ისეთი რებუსებით მეწერა ყველაფერი, რომ მხოლოდ მე მივმხვდარიყავი. შემდეგ ყველაფერს ჩვეულებრივი სცენარის სახე მივეცი. ერთი ერთში ჩემი ისტორია არ არის, მაგრამ ეს იყო ჩემი თვალით დანახული გლდანის ციხის მდგომარეობა. რასაკვირველია, ამგვარი ვითარება მხოლოდ იმ შენობაში არ ყოფილა, მაგრამ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება იმ სისტემის სიმბოლოა.

- რამდენ ხანს მოგიხდათ ციხეში ყოფნა? და შეიძლება, დაკავების მიზეზიც გავიგოთ?

- დიდხანს არა, ოთხი თვე ვიყავი, მაგრამ ეს საკმაო დროა. მიზეზი არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ მიზეზმა გამოიწვია შედეგი, ანუ ეს ფილმი. მივიჩნევ, არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავმა მიმიყვანა ''კომამდე''. ახლანდელი გადასახედიდან უკან რომ ვიხედები, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფილმი მაქვს შექმნილი. ვგრძნობ, რაც უფრო მეტი დრო გავა, ეს იქნება ერთგვარი დოკუმენტი და მასალა წარსულის შესაფასებლად. ფილმი მომხდარის კიდევ ერთხელ გაანალიზების საშუალებას გვაძლევს. იმედია, არც ერთი მთავრობა და ხელისუფლება არ მიუბრუნდება მსგავსი მეთოდებით ადამიანებისადმი დამოკიდებულებას. შეიძლება, ვიღაც, გარკვეულწილად, შედარებით სიმკაცრეს იმსახურებს, მაგრამ როცა ეს სისტემა ტოტალურია და ყველა უსასტიკესი რეჟიმის ქვეშაა, მათ შორის ის ადამიანიც, რომელსაც შიოდა და საკვების მოსაპოვებლად ჩაიდინა დანაშაული, ეს ძალიან არაფარდობითი და საშინელია.

იხილეთ გაგრძელება

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს