გაითვალისწინეთ, რომ ლელა ახლავს თან - წურწუმია ნუცა ბუზალაძეს კრიტიკოსებისგან იცავს

გაითვალისწინეთ, რომ ლელა ახლავს თან - წურწუმია ნუცა ბუზალაძეს კრიტიკოსებისგან იცავს

იურმალაში, ახალი ტალღის პირველ საკონკურსო დღეს, ქართველი კონკურსანტის, ნუცა ბუზალაძის ბრწინვალე გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე და სოციალურ ქსელში კომენტარები არ წყდება. გულშემატკივრები ახალგაზრდა კონკურსანტს  კონკურსის პირველ წარმატებას ულოცავს. თუმცა გარკვეული ნაწილი კრიტიკას არ ერიდება და ღიად აფიქსირებენ უკმაყოფილებას ნუცას ჩაცმულობასთან დაკავშირებით.

"კრიტიკოსებს" სოციალურ ქსელში უპასუხა ლელა წურწუმიამ.

"სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე მომხმარებელთა კომენტარებში და აქაც, ბევრისგან მოვისმინე ნუცას ჩაცმულობაზე უარყოფითი შეფასება.  მინდა გითხრათ, რომ ნუცა არის 17 წლის და არამგონია კლასიკურ, საღამოს კაბაში კარგი ყოფილიყო იმ სიმღერის შესრულება, რაც ნუცამ შეასრულა. მისი სტილი პირველ ტურში იყო თავისუფალი და სიმღერასთან შესაბამისი.  გაითვალისწინეთ, რომ ლელა ახლავს თან და მემგონი ლელას გემოვნების კუთხით არაფერი არ ეშლება, მაქსიმ გალკინის ფონზე, ავარგანდული ჩაცმულობები არ უკვირთ იურმალაზე და არ ვიცი რატომ დაიმსახურა ნუცას ჩაცმულობამ კრიტიკა მაშინ, როცა სავსებით შეესაბამისობაში იყო რეპერტუართან." - წერს ლელა წურწუმია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება