რომელ სალონში იკეთებს წარბების კორექციას რეზიკო რობაქიძე

რომელ სალონში იკეთებს წარბების კორექციას რეზიკო რობაქიძე

გემომეტრის სტუმრები მარიტა როხვაძე და რეზიკო რობაქიძე ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

რეზიკო რობაქიძე:

- ამ ბოლო პერიოდში სამოსს ''თბილისი მოლში'' ვყიდულობ, მანამდე კი ვცდილობდი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემეძინა და როცა მიხდებოდა გასვლა, ამას ვახერხებდი კიდეც. ახლა ხშირად დავდივარ ''ლევისში'', ''ჯინსის გალერეაში''. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ჯინსი მაცვია, უმეტესად ამ მაღაზიებს ვსტუმრობ.

- არასახელობით მაღაზიებში თუ დადიხარ?

- კი, კი. მთავარია, მომეწონოს, თორემ არაა აუცილებელი, ბრენდი იყოს. პეკინზე ძალიან კარგი მაღაზიებია და ხშირად ვსტუმრობ.

- ფეხსაცმელს სად ყიდულობ?

- ფეხსაცმელს ძირითადად ინტერნეტმაღაზიებით ვიწერ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ის ნივთია, რომელიც აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. თბილისში კარგი ხარისხის ფეხსაცმელი ძნელად მოიპოვება, ამიტომ გამოწერას ვარჩევ.

- ბაზრობებზე თუ გიწევს სიარული? იქაურ არჩევანზე რას იტყვი?

- კი, ვაგზლის ბაზრობაზე ვყოფილვარ და შემიძენია მაისური, პერანგი, საცვლების თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი არჩევანია და უპრობლემოდ ვყიდულობ.

- რეზიკო, სილამაზის სალონებიდან რომელს სტუმრობ ყველაზე ხშირად?

- უმეტესწილად ''ნატალის'', თმის მოსაწესრიგებლად, წარბების კორექტირებისათვის. საერთოდ, როცა ერთ სალონზე შევაჩერებ არჩევანს, მერე სხვაგან აღარ მივდივარ, ვეჩვევი იქაურ გარემოს. ერთი-ორჯერ კი ვიყავი დინამოს სტადიონთან ახლოს მდებარე სალონში. ბათუმში წასვლის წინ სწორედ მანდ მოვიწესრიგე თმა და წარბები.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება