ქეთა თოფურიას დეკოლტემ იურმალა შოკში ჩააგდო

ქეთა თოფურიას დეკოლტემ იურმალა შოკში ჩააგდო

რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სახე A'Studio-ს ქართველი სოლისტი, თავისი იმიჯით მუდმივად აოცებს თაყვანისმცემლებს. 25 ივლისს იურმალაში ალა პუგაჩოვას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელზეც A'Studio-ც იყო მიწვეული. ქეთა თოფურიას ჩაცმულობამ ამჯერად ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ქეთა თოფურია მეგობარი დიზაინერების - ბესსარიონისა და ალექსანდრე არუთუნოვის ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას. "ახალი ტალღა 2014"-ის სცენაზე ამჯერად მან ექსტრავაგანტული იმიჯი აირჩია. ქართველი მომღერალი სცენაზე თითქმის მკერდმოშიშვლებული გამოვიდა: ტყავის შავი ბიუსტჰალტერი და გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა. საღამოს წამყვანმა მაქსიმ გალკინმა, ქეთას ძალიან უცნაური ვარცხნილობა "ვეშაპის კუდს" შეადარა. დანარჩენი ვიდეოში თავად ნახეთ...

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება