ქეთა თოფურიას პირველი ეროტიკული ფილმი

ქეთა თოფურიას პირველი ეროტიკული ფილმი

ქეთა თოფურია რუსული მედიისგან ყურადღების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა. მომღერალმა რუსულ  Cosmopolitan-თან პროფესიული საქმიანობის გარდა საკუთარი ბავშვობა, დიეტები და პირველი ეროტიული ფილმიც კი გაიხსენა

- ქეთა, ტკბილეული გიყვართ?

- ადრე საერთოდ ვერ ვიტანდი. ბოლო დროს კი პირიქით, გამუდმებით ვჭამ შოკოლადს და ნამცხვრებს. ადრე ხორცსაც არ ვჭამდი. მხოლოდ ცომეულით ვიკვებებოდი, მაგრამ მერე გავიზარდე და ორგანიზმმაც მომთხოვა

- ქართველო გოგო რომელიც ხორცს არ ჭამს, არსებობს ასეთი რამე?

- თვეში ორჯერ შემეძლო მწვადი მეჭამა, რამდენიმე ნაჭერი, მეტი არა.

- მკაცრად გზრდიდნენ?

- ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალურ ოჯახში ცდილობენ გოგონა დაიცვან დამღუპველი გავლენებისგან - რომ არ მოწიოს, არ დალიოს, არ იყოს ცუდ წრეში. მე მაშინაც ხომ ვმღეროდი და გარემოცვაც არტისტული მყავდა - ადამიანები კომპლექსების გარეშე. რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები ცდილობდნენ ჩემს გაკონტროლებას.

- როდის ნახე პირველი ეროტიკული ფილმი?

- ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს იყო ფილმი "კალიგულა".

- ნუთუ ის "კალიგულა", მალკომ მაკდაუელის მონაწილეობით?

- დიახ, ეს ფილმი სახლში ვნახე. მაშინ ჯერ კიდევ ვიდეოკასეტები იყო, რომელსაც დროდადრო სხვადასხვა ფილმებს გადააწერდნენ ხოლმე. ერთხელაც, მულტფილმს ვუყურებდი და მისი დამთავრების შემდეგ ეს ფილმი დაიწყო. შოკში ვიყავი.

- ტიპური ქართველი გოგო ხარ?

- არა, საერთოდ არ ვარ ტიპური ქართველი გოგო. თავიდანვე ევროპეიზებული ვიყავი - ცოტა შეშლილიც კი. ყოველთვის პირდაპირ ვამბობდი სათქმელს- თუკი ვინმე მომწონდა გრძნობებს არ ვმალავდი. ყველა მეუბნებოდა, რომ "გაგიჟდი, მამაკაცმა პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ჯერ იმან უნდა დაგირეკოს". ეს ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო.

- მოსკოვში თანამემამულეებთან თუ მეგობრობ?

- შოუ-ბიზნესში ბევრი ქართველია - მელაძე, ირაკლი ფირცხალავა... როცა ვხვდებით ქართულად ვლაპარაკობთ. ეს კი ადამიანს რომც არ იცნობდე, მასთან მაინც გაახლოებს.

- პირველყოვლისა, რა გჭირდება მამაკაცისგან?

- ნდობა, პატივისცემა, გაგება და ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღება, აუცილებლად უნდა ვგრძნობდე, რომ ადამიანისთვის სულერთი არ არის სად ვარ და რას ვაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ის ჩემზე ღელავს.

- სად არის ზღვარი ინტერესსა და კონტროლს შორის?

- კონტროლი ეს არის, როდესაც შენ შენს მეგობრებთან ერთად ან მარტო სადმე ზიხარ და ამ დროს მოულოდნელად ჩნდება თქვენი მამაკაცი.

- ქალი უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი?

- ბევრი რატომღაც მიიჩნევს, რომ კავკასიაში მიღებულია, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს. მე კი არ მახსენდება, რომ თბილისში ახალგაზრდა გოგოები მფარველების ხარჯზე ცხოვრობდნენ. მოსკოვში კი ეს ძალიან ხშირად ხდება... არ შეიძლება ვინმეზე იყო დამოკიდებული. ასეთ "დამოკიდებულებს" მამაკაცები პატივს არ სცემენ.

ინტერვიუ გამოქვეყნებულია Cosmopolitan-ის 2011 წლის მარტის ნომერში.

ასევე დაგაინტერესებთ | ქეთა თოფურიას ეროტიკული ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება