როგორ გახდა ჯაპანას შვილი ცნობილი პოლიტიკოსის ძმა

როგორ გახდა ჯაპანას შვილი ცნობილი პოლიტიკოსის ძმა

მსახიობი გიორგი ხურცილავა თეატრალურ უნივერსიტეტში თავის ჯგუფთან ერთად ჟან-პოლ სარტრის ''ბინძურ ხელებზე'' მუშაობს, სპექტაკლი საშემოდგომოდ იქნება მზად. ბავშვობაში რამდენჯერმე მოუწია კამერასთან ურთიერთობამ. ახლახან სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ცოტნე ცოტაშვილის ძმის, ბექას, როლში გამოჩნდა.

პირველი ინტერვიუს ჩასაწერად თეატრალურში შევხვდით. მამა, დავით ხურცილავა, იგივე ჯაპანა, მსახიობია, ხოლო მამიდა - დოდო ხურცილავა, თეატრმცოდნე. ბუნებრივია, ბავშვობიდან ახლოს იყო ხელოვნების სფეროსთან...

- ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ამ ოჯახში დავიბადე. მამა ჯერ ტელევიზიით მახსოვს ''მგლების ხორუმსა'' და ''ლაქაში''. შემდეგ მივიდა რუსთაველის სარდაფში და მახსოვს ის სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობდა. 12-13 წლის ვიყავი, როცა მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. მაშინ უკვე სპექტაკლების ყურება შემოქმედებითი თვალსაზრისით, სხვა თვალით დავიწყე. მამიდაჩემმა რომ გაიგო, სამსახიობოზე ჩაბარება მინდოდა, აბა, გიორგი, როგორ შეიძლება არ იცოდე, ვინ იყო სოფოკლე, ევრიპიდე, ესქილეო და სერიოზულად მომამზადა. მამიდა სულ კითხულობს. ალბათ, მსოფლიოში რაც კი წიგნი დაწერილა, ყველაფერი გადახედილი აქვს და ყველაფერი იცის. უფროსი და მყავს, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობს. ვიტყოდი, რომ ჩემს ოჯახში ყველაზე ნაკლებს მე ვკითხულობ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდები და რა გესმის. ყოველთვის სწორ მიმართულებას მაძლევდნენ. შეიძლება, ბევრ რამეს ვერ ჩავავლე, მაგრამ რაც ავითვისე, ამისათვის მადლობელი ვარ. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გამორჩეული ფინანსური მდგომარეობით, მაგრამ არასდროს მქონია ამის კომპლექსი. პირიქით, ისინი სხვა ღირებულებებს მაჩვენებდნენ და ხვდები, რომ ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება