გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

ია ბერულაშვილი არის გოგონა, რომელიც ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''- ზე გადაცემა ''მზეებში'' მუშაობდა. ერთადერთი გოგონა იყო შოუში და ჰქონდა პრეტენზია, რომ იმავე ტკივილებს აიტანდა, იმავე ტრიუკებს შეასრულებდა, რასაც ბიჭები.

თითქმის ერთი წელია, გადაცემა დაიხურა, სკანდალი კი იასთან დაკავშირებით სწორედ ახლა აგორდა. ამის მიზეზია ზემოხსენებული რეალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე, დიმიტრი ჯანუაშვილი, მეტსახელად ''ძიკი''. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოში ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. სწორედ ძიკიმ დაუსტეპლერა ერთ-ერთ გადაცემაში ია ბერულაშვილს უკანალი (ნახეთ ვიდეო). ჩვენ ია ჩინეთში ვიპოვეთ და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- ია, პირველ რიგში, შენ შესახებ გვიამბე, რამდენი წლის ხარ, რა პროფესიის და რას საქმიანობ?

- 25 წლის ვარ, პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ბანკის პრომოაქციას. 7 წელია ვმუშაობ სხვადასხვა პრომოაქციაში და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ვმუშაობდი ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''-ის რეალურ შოუში ''მზეები''. ექვსი თვის წინ დავტოვე საქართველო, რადგან გადაცემა დაიხურა და სამსახურის გარეშე დავრჩი.

საქართველოში იმდენად დაბალი ხელფასებია, რომ ვერ მოვახერხებ ჩემი ოჯახის უზრუნველყოფას. დედაც და ჩემი პატარა დაც უმუშევრები არიან.

- მამაზე არაფერი გითქვამს...

- მამაზე ლაპარაკი არ მინდა.

- რატომ?

- ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის.

- იქნებ, ორი სიტყვით მაინც გვიამბო რა მოხდა, სად არის მამა?

- მას თავისი ოჯახი აქვს, შვიდი წელია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. მიუხედავად ჩემი სურვილისა, მეც არ მაქვს მასთან ურთიერთობა. მეტს ნურაფერს მკითხავთ, ეს ჩემი მშობლების პირადულია.

- კარგი... ''მზეებში'' საკმაოდ თამამი ნაბიჯის გადადგმამ მოგიწია. ამბობ, რომ საქართველოში ხელფასი დაბალია. საინტერესოა, რის ფასად მოგიხდა უკანალის დასტეპლერება?

- თქვენ წარმოიდგინეთ, მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი. მხოლოდ სტეპლერის გამო არ ვიღებდი ხელფასს. უფრო რთული დავალებების შესრულებაც მომიხდა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სტეპლერი აიტაცა ქართველმა ხალხმა. ეს იყო შოუ, მე ამ შოუში ვმონაწილეობდი, ხელი მქონდა მოწერილი კონტრაქტზე, ყველაფერი ჩემი სურვილით ხდებოდა. ასეთი ვარ, მიყვარს რისკზე წასვლა. მაშინ ჩემთვის თანხა არ იყო მნიშვნელოვანი, ასეთი შოუ პირველი იყო და არ ვნანობ, რაც გავაკეთე.

გადაცემის დახურვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და რატომღაც ახლა ატყდა ერთი ამბავი. ეს ყველაფერი ამ ხალხს, უბრალოდ, ოთხი ადამიანის გართობა ჰგონია, ტელევიზორს არ რთავენ, არ იციან, რომ ეს იყო გადაცემა. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ქართველი ხალხის სალანძღავ ობიექტად იქცა. შეურაცხყოფას მაყენებენ კომენტარებით, მაგრამ ამით დიდს ვერაფერს დამიშავებენ. ეს ნაბიჯი გადავდგი და ვიმეორებ, არ ვნანობ!

- დიმიტრი ჯანუაშვილი, რომელმაც შენ უკანალი დაგისტეპლერა, ახლახან სკანდალში გაეხვა. ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა ვიდეოში... შენ თუ ნახე ეს ვიდეო?

- სამწუხაროდ, არ მინახავს, არც მაგ სკანდალის შესახებ ვიცი რამე. დიმიტრი ჩემი ახლო მეგობარია, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიყვარს და კარგის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება