ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება

ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება

ბერკლის ხელოვნების მუზეუმი და წყნაროკეანული ფილმის არქივი უერთდება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინოს განყოფილებას და წარმოადგენს ქართული კინემატოგრაფის ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ამერიკაში. პროექტი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა, თავს უყრის 45 პროგრამას, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, საქართველოსა და რუსეთში მოიძიეს და ასახავს ქართული კინოს ისტორიას 1907 წლიდან 2014 წლამდე. გამოფენაზე გამოტანილი იქნება მუნჯური პერიოდის კლასიკიდან დაწყებული, საბჭოთა პერიოდის და პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოყოლებული ყველა მნიშვნელოვანი ქართული სურათი.

 

”ბოლო საუკუნის განმავლობაში ქართული კინო იყო იდენტობის ძიებაში, მასში აღინიშნებოდა სულიერება, სიმკვრივე და ქართველი ხალხის იუმორი. რეჟისორები, რომლებიც მრავალფეროვან ჟანრებში და სტილში მუშაობდნენ, ეხებოდნენ მნიშვნელოვან თემებს და ქმნიდნენ ყველაფერს, დაწყებული საბჭოთა კავშირის ანტიბიუროკრატიული სატირიდან, ადამიანური ტრადიციების ფილოსოფიურ შესწავლამდე. ქართული კინო სავსეა ლირიკული, რეგიონის შთამბეჭდავი ლანდშაფტების პოეტური აღწერებით”, - წერს უცხოური საიტი moma.org, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს აშუქებს.

საიტის ინფორმაციით, რეტროსპექტივის პირველი ნაწილი აქცენტს გააკეთებს ქართული კინოს განსაკუთრებულ ხასიათზე: ოჯახური ურთიერთობების შესანიშნავ ხაზებზე, რომელიც იქსოვება და აკავშირებს ქართულ კინოპროდუქციას 1920 წლიდან მოყოლებული დღემდე.

”შესაძლებელი იქნება აღმოაჩინოთ რამდენიმე მესამე თაობის რეჟისორი, რომლებიც დღემდე მუშაობენ. მეორე ნაწილი ”ცისფერი მთები და მის მიღმა” იწყება 22 ნოემბერს და გრძელდება 21 დეკემბრამდე. ფაქტები ფილმების შესახებ ადაპტირებულია კვლევებისა და ბერკლის ხელოვნების მუზეუმში არსებული ტექსტების მიხედვით. ფილმების სათაურები ითარგმნება ჯერ ინგლისურად, შემდეგ ქართულად და თუ საჭირო გახდა, რუსულადაც”, - წერს საიტი.

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება