დღეს ლუი დე ფიუნესს 100 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ლუი დე ფიუნესს 100 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 31 ივლისს ლეგენდარულ ფრანგ მსახიობ ლუი დე ფიუნესს 100 წელი შეუსრულდებოდა. დიდებული კომიკოსი დაიბადა ქალაქ კურბევუაში. ბავშვობიდან ლუი დე ფიუნესი საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს ავითარებდა. მშვენივრად ფლობდა ესპანურს და ინგლისურ ენებს. სკოლაში იტაცებდა ხატვა და ფორტეპიანოზე დაკვრა. თავის პირველი ნაბიჯები დიდებისკენ სწორედ მუსიკის საშუალებით გადადგა. ყოველდღიურად უკრავდა ჯაზს საფრანგეთის ცნობილ კვარტალში პიგალე და ართობდა ბარების მომხმარებლებს დაკვრის დროს თავისი სახის გამომეტყველებით.

კინემატოგრაფში ლუი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას მოვიდა. 1945 წელს მისი დებიუტი შედგა ფილმში ”ბარბიზონის ცდუნება”. პოპულარობა ფიუნესმა 1958 წელს მოიპოვა ფილმით ”არ დაგიჭერია, ქურდი არ არის”, სადაც ბრაკონიერი ბლეროს როლი შეასრულა. ფილმის დიდი წარმატების შემდეგ, მსახიობი შემოთავაზებებს ვერ აუდიოდა. წელიწადში 3-4 ფილმში იღებდნენ. მსოფლიო აღიარება ლუი დე ფიუნესს კომისარი ჟუვის როლმა მოუტანა ფილმში ”ფანტომასი”.

მსახიობი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველმა ქორწინებამ 6 წელს გასტანა და ერთი შვილი დარჩა. 1943 წელს დე ფიუნესმა მეორედ შეირთო ცოლი. ერთად მათ 43 წელი იცხოვრეს. ამ ქორწინებაში კომიკოსს ორი შვილი შეეძინა. 1975 წლამდე მსახიობი ხშირად მონაწილეობდა ფილმებში, 1975-ში კი მან ერთდროულად ორი ინფარქტი გადაიტანა, ექიმების რეკომენდაციით თავი დაანება სამსახიობო კარიერას და ვარდების გამოყვანით დაკავდა. 1983 წლის 27 იანვარს ლუი დე ფიუნესი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომზადებულია 7вфныюкг-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება