რა სასიყვარულო წერილებს წერენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს, როდესაც ერთად არ არიან

რა სასიყვარულო წერილებს წერენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს, როდესაც ერთად არ არიან

ანჯელინა ჯოლიმ ავსტრიულ ჟურნალთან ინტერვიუში მოყვა, რომ ის და ბრედ პიტი ერთმანეთს სასიყვარულო ხელნაწერებს უგზავნიან.

39 წლის ანჯელინა თავის ახალ სარეჟისორო ფილმზე მუშაობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემის ირგვლივ ვითარდება, 50 წლის ბრედი კი ლონდონში იღებდა ფილმს ”მრისხანება”, რომელშიც მას ფაშისტებთან მებრძოლი ჯარისკაცის როლი აქვს. სწორედ მაშინ, პიტს მონატრება შემოაწვა და გადაწყვიტა, თავისი შეყვარებულისთვის წერილი მიეწერა.

”ის გვერდში დამიდგა, მიუხედავად იმისა, რომ შორს იმყოფებოდა. ძალიან რომანტიული საქციელი იყო. ერთმანეთს ვწერდით წერილებს და ვფიქრობდით იმ ადამიანებზე, რომლებიც 40-იან წლებში ცხოვრობდნენ, მაშინ, როდესაც გარემოება მათ თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში აშორებდა ერთმანეთს”, - განაცხადა მსახიობმა.

უახლოეს მომავალში წყვილს განშორება აღარ მოუხდება, ისინი ერთად ითამაშებენ ფილმში ”ზღვის პირას”. ამ სასიყვარულო დრამის სცენარის ავტორი და რეჟისორი თავად ანჯელინაა, ეს მისი მესამე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ფილმის გადაღებები მალტაზე ჩაივლის, სადაც პიტმა 2011 წელს უკვე ითამაშა ფილმში ”მსოფლიო ომი ზ”.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება