ბერას ამერიკული ცხოვრების სტილი და ახალი იმიჯი (+ფოტო)

ბერას ამერიკული ცხოვრების სტილი და ახალი იმიჯი (+ფოტო)

"ძალიან მომენატრებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო... მუდამ თქვენი ბერა", - ამ პოსტით ბერა ივანიშვილი ქართულ აუდიტორიას 2014 წლის 18 მარტს დაემშვიდობა. ამის შემდეგ ბერამ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

ბერა, რომელიც როგორც მუსიკოსი, პუბლიკის წინაშე მამის პოლიტიკაში მოსვლამდე წარსდგა და საზოგადოებაში "ქართული ოცნების" პოლიტიკური პრეტენზიების დამაანონსებლის როლი შეასრულა, მეტწილად პოლიტიკური ტექსტების შემცველ მუსიკას ქმნიდა, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასიყვარულო და გასართობი შინაარსის სიმღერებით აგრძელებდა რეპერობას. მის მიმართ კარგად განწყობილი მელომანების მოლოდინი, რომ ბერას რეპ-რეპერტუარი სამომავლოდაც პოლიტიკურ-სოციალური ხასიათის იქნებოდა და საზოგადოებრივი პრობლემების შემცველ მესიჯებს მიაწოდებდა უკვე ხელისუფლებაში მყოფ "ოცნებას", არ გამართლდა და რეპერმა მუსიკალური აქტივობა საერთოდ შეწყვიტა.

დავინტერესდით, თუ რას საქმიანობს ბერა ივანიშვილი ამჟამად აშშ-ში. როგორც მის Facebook-ზე მის მიერვე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ბერამ თმის ვარცხნილობასთან ერთად გარემოცვაც შეიცვალა. ის დიდ დროს ატარებს პროდიუსერებთან, ერთობა ბილიარდის თამაშით სტუდიაში სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. ჩვენ მცირე დაიჯესტს გთავაზობთ ბერა ივანიშვილის Facebook-გვერდიდან.

ბერა: ნაბიჯები, რომელსაც დიდ კაცთან ერთად გადავდგამ

ბერა: კომიკოსი მეფე ავთო. თუ აღარ ენდომება, რომ მაგარი პროდიუსერი იყოს, შეუძლია კომიკოსი გახდეს.

ბერა: სასიამოვნო იყო ძალიან ნიჭიერ კაცთან აზრების გაცვლა-გამოცვლა (გულისხმობს მუსიკოს miguel unlimited-ს).

ბერა: ყოველ დღე სავარჯიშო დარბაზში ვარ

ასევე დაგაინტერესებთ | რა ქონებას ფლობს ბერა ივანიშვილი - ყველაზე მდიდარი ქართველი ახალგაზრდის დეკლარირებული ქონება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება