რას ყვება ანფისა ჩეხოვა ქართული გოგირდის აბანოებისა და იქ განტვირთვის მოყვარული სააკაშვილის შესახებ

რას ყვება ანფისა ჩეხოვა ქართული გოგირდის აბანოებისა და იქ განტვირთვის მოყვარული სააკაშვილის შესახებ

რუსეთში მცხოვრები ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის რუსი მეუღლე, ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე თბილისის გოგირდის აბანოებში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მეგობრებს აბანოში სტუმრობას ურჩევს.

"მინდა გოგირდის აბანოების შესახებ გიამბოთ. ის რუსული აბანოსგან ძალიან განსხვავდება. არავითარი საუნა და ცოცხები, მხოლოდ გოგირდიანი წყლით სავსე აუზები, რომელსაც ოდნავ ლაყე კვერცხის სურნელი აქვს. ჩასხედით შიგნით და დარჩით რამდენ ხანსაც შეძლებთ. გოგირდის აბანო კანის მრავალ დაავადებას კურნავს. აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის ტაკუნებივით გლუვი კანი გექნებათ.

აუზში ჩასვლისთანავე მექისე მოდის. ყურადღებით! აუცილებლად წელს ზემოთ შიშველი. აქ ასეა მიღებული უძველესი დროიდან - აბანოში ყველა თანასწორია. მამაკაცებმა ყბა აიკეცეთ! მექისეები მხოლოდ ბანჯგვლიანი ახმახები არიან. ქართულ აბანოში სქესთა შორის მკაცრი სხვაობაა. მექისე თქვენს სხეულს საპნის თეთრი ქაფით დაამუშავებს... შემდეგ მურაბიანი ჩაი და მორჩა. აბანოები მრავალფეროვანია - საზოგადოებრივი, დახურული კაბინები და VIP კაბინები. მადლობა სუპერ-კომფორტული აბაზანის ორგანიზებისთვის, სადაც, როგორც ამბობენ, მიშა სააკაშვილს თავის მოკავშირეებთან ერთად ბანაობა უყვარდა... რეკომენდაციას ვუწევ...", - წერს ჩეხოვა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა იმყოფებოდა, რომელიც ანფისას მსგავსად გოგირდის აბანოებს სტუმრობდა. მომღერალმაც აბანოში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იხილეთ: აღდგომა სამებაში და ცნობილი "ჩუნგა-ჩანგა" კორკოტასთან ერთად - ირაკლი ფირცხალავას სტუმრობა თბილისში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება