ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი ოპერის მომღერლების ათეულში მოხვდა

ორი ქართველი ოპერის მომღერალი, ნინო მაჩაიძე და ნინო სურგულაძე მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი საოპერო მომღერლების სიაში მოხვდნენ. როგორც გაზეთი ”ახალი თაობა” იტყობინება, ნინო მაჩაიძე, რომელმაც რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, არაჩვეულებრივი სილამაზით და ბუნებრივი შარმით გამოირჩევა. მომღერალი მსოფლიოს წამყვან ოპერებში მღერის. მას აქვს უნიკალური სტილი, შესრულების ტექნიკა და ვოკალის დიაპაზონი.

მეორე ადგილზეა იტალიელი სოპრანო კარმენ ჯანატაზიო, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ვოკალური კომპოზიციების ლამაზი შესრულებით. მას საოპერო სცენის დედოფალს ეძახიან.

მესამე ადგილზე ლატვიელი სოპრანო კრისტინა ოპოლაისია - ერთ-ერთი ახალი საოპერო ვარსკვლავი, რომლის კარიერაც წინ მიიწევს. მომღერალმა ერთ დღეში ორი სადებიუტო როლი იმღერა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. ოპერის 131 წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი რამ ვერავინ მოახერხა.

ცნობილი რუსი მომღერალი, სოპრანო ოლგა პერეტიატკო, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ წამყვან საოპერო მომღერლად ითვლება, სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა.

მეხუთე ადგილზეა ამერიკელი სოპრანო აილინ პერესი, რომელიც ყველაზე მაცდურ ახალგაზრდა საოპერო მომღერლად მოიხსენიება. კრიტიკოსების აზრით, ის საკუთარი თაობის ლირიკული რეპერტუარის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მომღერალია.

მეექვსე ადგილი ლატვიელმა მეცო-სოპრანო ელინა გარანჩამ დაიკავა. ის მსოფლიოს წამყვან ოპერებში და საკონცერტო დარბაზებში მღერის. მას საოპერო სცენის კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებენ.

მეშვიდე ადგილზე რუსი სოპრანო იულია ნოვიკოვა მოხვდა. მომღერალი მთელი რიგი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების გამარჯვებულია. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მას ძლიერი და ლამაზი ხმა აქვს, რომელიც აუდიტორიას აჯადოვებს.

კიდევ ერთი ქართველი მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე მერვე ადგილზეა. მომღერალი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა პოპულარული და დღემდე არ დაუკარგავს ვარსკვლავის სტატუსი. ნინო სურგულაძეს იშვიათი სამსახიობო ნიჭი აქვს საოპერო დივასთვის, პირველ ფილმში მონაწილეობა ცხრა წლისამ მიიღო. მომღერალი მრავალი ჯილდოს მფლობელია და მსოფლიოს წამყვან ოპერებში მღერის.

მეცხრე ადგილი რეიტინგში ბულგარელმა სოპრანომ, სონია იონჩევამ დაიკავა. ისიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. ”სონია უნიკალური და განსაკუთრებული ვოკალური ნიჭითაა დაჯილდოებული”, - წერენ მასზე გამოცემები.

მეათე ადგილზე რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო მოხვდა. ”ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხმაა, გამოირჩევა დიდებული შესრულების და ვოკალური ტექნიკით”, - წერს პრესა.

მომზადებულია newsgeorgia.ru-ს მიხედვით.

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა