როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

"ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია და სცენაზე დადგმა ჯერ ვერც ერთმა ქართველმა რეჟისორმა ვერ შეძლო, რადგანაც ეს ყველაფერი არც ისე ადვილია...

ამ საქმეს თანამედროვე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შეეჭიდა და შემოქმედებითადაც დიდად აენთო. ამ პროექტისთვის სწორედ ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კადრების გადაღება. Ambebi.ge ნიკოლოზ ხომასურიძეს გაესაუბრა.

- ჩემთვის "ვეფხისტყაოსანი" ღირებული ქმნილებაა და შოთა რუსთველის ეს საოცარი ნამუშევარი კინოშიც უნდა იქნას გადაღებული, ასევე სცენაზე დადგმული და თუნდაც ანიმაციურ ჟანრში გადწყვეტილიც. რათა ეს შედევრი, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ გაკეთებულა და ახლა გვაქვს ერთგვარი მცდელობა, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ხედვით გადავიღოთ. ეს იქნება ფილმი-მიუზიკლი, რომელიც ამასთან, ქართულ ცეკვას, როგორც უნიკალურ, კულტურულ განძსა და ინტელექტუალურ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოაჩენს. აი, ამ ყველაფრის ერთობლიობა, ასევე საბრძოლო სცენები პროექტში მაგრად ჩაჯდება, რითაც თანამდეროვეობიდან წარსულში გადასვლის მომენტები ყველანაირად შეზავდება.

- გარდა იმისა, რომ არის მიუზიკლი, კონკრეტულად, რა ჟანრის ელემენტებისგან იქნება შემდგარი პროექტი?

- ფანტასტიკა, ისტორული ჟანრი და მიუზიკლი სასიყვარულო ამბით. მოკლედ, ყველაზე მაგარი ჟანრების კრებული იქნება კინოში და მომგებიანიც...

- მართლა მაგარი მიქსი გამოვა.

- "ვეფხისტყაოსანიც" ხომ ამ ყველაფრის ნაზავია? უბრალოდ მიუზიკლის ჟანრი დავამატეთ, რომელიც ძალიან პოპულარულია. ქართული ცეკვა კინოში იშვიათად ყოფილა წრამოდგენილი, მით უფრო საბრძოლო, რაც ამ ყველაფერს კარგად შეესაბამება. ამასთან, ეს იქნება ნამდვილი საბრძოლო ცეკვები, რითაც გვინდა, "ვეფხისტყაოსნის" ბატალური სცენების წარმოდგენა.

ერთ თვეში ვიდეოპრეზენტაციას კინოთეატრ "რუსთაველში" გავმართავთ, სადაც მოვიწვევთ ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ადამიანებს და მოხდება პროექტის წარდგენა, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ...

- როგორ? პროექტს არ ქნება დასრულებული ფორმა?

- არა, ეს იქნება ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც იმ საბრძოლო ნომრებსაც ჩავსვამთ, რასაც ახლა ვიღებთ და რომელსაც მომავალ ფილმშიც შევიტანთ. ვიდეოპრეზენტაციაში ვაჩვენებთ, თუ როგორ ვმუშაობდით, როგორი იყო პროცესი, რა გვილხინდა, რა გვიჭირდა და როგორ ვქმნიდით.

- და ამით იმის ქმა გინდათ, რომ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს? მოითხოვს, მასშტაბებისა და თანხების გაზრდას?

- საერთოდ, დიდი პროექტების წარდგენა ასე ხდება. ასევე გაეგზავნება რამდენიმე ცნობილ პროდიუსერსა და კლიპმეიკერს.

- მოცეკვავეები როგორც ჩანს, ფილმში სერიოზულ როლს თამაშობენ...

- კი, სულ 12 მოცეკვავეა, - საბრძოლო ილეთებს ასრულბენ. უბრალოდ, ერთი ქასთინგი გვქონდა - ნესტან-დარეჯანის როლის შემსრულებელზე. ავარჩიეთ ყოფილი მოცეკვავე, ახლა უკვე მსახიობი ანი ცეკვავა.

მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი პროდუქტი იქნება, რომელზე მუშაობაც მეგობრებმა - თემო ციხისელმა და კახა ბუაძემ შემომთავაზეს. ისინი  მოცეკვავეები არიან და იდეა სწორედ მათგან წამოვიდა.

"ვეფხისტყაოსნის" გადაღება ერთი ათ წელიწადში მინდოდა, როცა სახელიც მექნებოდა, მაგრამ მათი იდეა მომეწონა და ამ ახალი მიმართულების განხორცილება დავიწყეთ. ისინი დღეს პროექტის არტდირექტორები არიან, ქორეოგრაფიულ ნაწილს დგამენ. პროექტს "დაკარგული ლეგენდების" სერიით წარმოვადგენთ, - ეს ჩვენი ახალი კომპანიაა, რომელიც ისტორიული და სიძველეების მიმართულებით მუშაობს.

- მთავრი პერსონაჟები, თუნდაც ნესტან-დარეჯანი რა ნიშნით შეარჩიეთ? შოთას ხომ პოემის გმირები ძალიან ლამაზებად ჰყავს წარმოდგენილი...

- ჩვენებიც ლამაზები არიან... მოკლედ, ჯერჯერობით იმ ვიდეოთი, რომელსაც წარმოვადგენთ, იქნება გადმოცემული, როგორი შეიძლება იყოს უკვე შემდგარი პროექტი. მერე უკვე მომდევნო ეტაპზე პროექტში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსახიობებიც ჩაერთვებიან და ფილმი ინგლისურენოვანი იქნება, აქ კი ტექსტები არ გვაქვს, რადგანაც მიუზიკლია და ცეკვასა და კონკრეტულად, საბრძოლო სცენებზეა ორიენტირებული.

- სად იღებთ?

- ერთი ეტაპი პროფკავშირების სასახლის დარბაზში გადავიღეთ, ერთიც "ქართული ფილმის" პავილიონში. გუშინ კი "ქოროღლის ციხეზე" ავედით, რომელსაც ქაჯეთის ციხედ ვიყენებთ. მას ვიზუალური ეფექტით რაღაცებს დავამატებთ, რითაც მასშტაბური ციხე გამოვა. როდესაც მას მაყურებელი ნახავს, რთულად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქართული პროდუქციაა.

- ტარიელის როლი ვის ერგო?

- ლაშა კობახიძეს, "ერისიონის" მოცეკვავეა. ძალიან მაგრად ასრულებს საბრძოლო სცენებს და როგორც გითხარით, ნესტან-დარეჯანი გვყავს.

- 12 მოცეკვავე ყველა "ერისიონიდან" არის?

- არა, მოცეკვავეების მეგობრული ჯგუფი შეიქმნა. ისინი სხვადასხვა ანსამბლიდან არიან. ყველანი ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით.

- ეს ყველაფერი რა თანხები ჯდება, ანუ ამ ეტაპზე რამდენია პროექტის ბიუჯეი?

- ეს ყველაფერი საერთოდ დიდი თანხები ჯდება ხოლმე, მაგრამ ვიდეოპრეზენტაციაში გვექნება იმაზე ყურადღება გამახვილებული და ნაჩვენები, როგორი წვალებით, რთულ ვითარებში ვიღებდით და  როგორ არავის აინტერესებს და არავის სჯერა ამ ყველაფრის. ეს არის ჩვენ დიდი საწუხარი. არადა, ხელშეწყობა რომ გვქონდეს, ეს პროექტი მთლიანად ამ ინდუსტრიას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანდა და მსოფლიოს ბაზარს დაიპყრობდა, რადგანაც მასში სრულიად უცხო ვიზუალი, ჯერ არნახულ ფილმს გააკეთებდა. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტორეპორტაჟი გადაღებებიდან

იხილეთ ვიდეო | "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეკრანიზაცია და ქართველ მეომართა შთამბეჭდავი ცეკვის სცენა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება