"რა ხარ გოგო ასეთი..?" - ტარიელ სუარი ია ფარულავას გვარის შეცვლას სთავაზობს

"რა ხარ გოგო ასეთი..?" - ტარიელ სუარი ია ფარულავას გვარის შეცვლას სთავაზობს

"სატელევიზიო რეიტინგებიდან გამომდინარე ჩემს მეუღლეს გვარის შეცვლა შევთავაზე. ვფიქრობ, ია ფარულავა ია რეიტინგია რომ გახდეს...", - ასე ეხმაურება ტარიელ სუარი ია ფარულავას ერთერთ შოუში სტუმრობას.

როგორც გაირკვა, წყვილის  შოუში გამოჩენამ ყველა სატელევიზიო რეიტინგი მოხსნა. "რა ხარ გოგო ასეთი ყველას შენი ნახვა რომ ახალისებს და უხარია?" - კითხვით მიმართავს მეუღლე ია ფარულავას.

"მარტო იმედის ტელევიზიაში ჩვენი ბოლო სტუმრობა რომ გავიხსენოთ. რეიტინგების მიხედვით, ხალხს ყველაზე "ულტრამეგათანამედროვესუპერ არხიდან (რუსთავი2-ს ვგულისხმობ) შენს საყურებლად იმედზე გადაურთია. ჩვენს შემდეგ კი სულ რამოდენიმე წუთში, ( მიუხედავად იმედის იმავე გადაცემაში უკვე სხვა ფეისების სტუმრობისა თუ იურმალაში მნიშვნელოვანი ფაქტის გაშუქებისა) იმედიდან ისევ ყველაზე მაგარ და რეიტინგულ მეგაულტრათანამედროვე არხზე გადართეს. რუსთავი 2 ზე ისევ უკან გადართვა არ მიკვირს, მაგრამ შენი მიკვირს, რა ხარ გოგო ასეთი ყველას შენი ნახვა რომ ახალისებს და უხარია?

პატარა გამომძიებელმა დაასკვნა, რომ სულ რამოდენიმე თვის წინ, ზოგიერთი კერძო პირი, ჩვენი კონფლიქტის ხარჯზე, საკუთარი თავისთვის რეიტინგის აწევას ცდილობდა,- ყველას შეარგოს", - წერს ტარიელ სუარი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება