რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული იმყოფებოდა თუ არა მსახიობი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

უილიამსი მინესოტას შტატში "Hazelden Addiction Treatment Center"-ის რეაბილიტაციურ კლინიკაში მკურნალობდა. ამის მიზეზი ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახლდათ.

80-იან წლებში რობინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს აქტიურად მოიხმარდა. ჯანმრთელ ცხოვრებას მსახიობი დიდი ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდა, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ჭარბი დოზისგან მისი მეგობარი, მსახიობი ჯონ ბელუში გარდაიცვალა. მთელი ოცი წელი უილიამსი სიფხიზლეს ინარჩუნებდა, თუმცა,მოგვიანებით კვლავ ალკოჰოლს დაუბრუნდა.

მსახიობი უილიამსი ცნობილია როლებით ფილმებიდან: "საით მივყავართ ოცნებებს", "დილა მშვიდობისა, ვიეტნამო", "მეფე-მეთევზე", "მკვდარი პოეტების საზოგადოება" და "ჭკვიანი უილ ჰანტინგი" ამ უკანასკნელისთვის მას 1998 წელს "ოსკარი" გადაეცა, როგორც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ მსახიობს. მსახიობი 63 წლის იყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება