კირკოროვი, ბასკოვი, მელაძე და სხვა ვარსკვლავები ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარს ამბობენ

კირკოროვი, ბასკოვი, მელაძე და სხვა ვარსკვლავები ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარს ამბობენ

რუსულ შოუ-ბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება. ვარსკვლავები უარს აცხადებენ ყირიმში გასამართ კონცერტებში მონაწილეობაზე.

ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ ბევრი რუსი ვარსკვლავი გაემგზავრა იქ სამღერლად. ყველაზე პოპულარულმა მომღერლებმა კი პაუზა აიღეს, რომ მოეფიქრებინათ, როგორ მოქცეულიყვნენ. უკრაინელმა მომღერალმა ზლატა ოგნევიჩმა ყირიმის ტურისტული რეკლამის სახედ გახდომაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფილიპ კირკოროვი, ვალერი მელაძე, ნიკოლაი ბასკოვი და ბორის მაისეევი უარს ამბობენ ყირიმში კონცერტის გამართვაზე. რუსეთის ტოპ-ვარკვლავებს უკრაინელი პუბლიკის დაკარგვის ეშინიათ. ყირიმში კონცერტები აგრეთვე გადადეს უკრაინელმა მომღერლებმა  -ანი ლორაკმა, სვეტლანა ლობოდამ და ტინა კაროლმა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმი გამოეთხოვა ორ დიდ ფესტივალს - ”კაზანტიპს” და ”ჯაზ კოკტებელას”. პირველი - ტარდება საქართველოს კურორტ ანაკლიაში, მეორე კი ოდესაში და ნაწილობრივ, კიევში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება