''ლაპარაკობდნენ, ჯაბას მეტროში სექსი ჰყვარებიაო...'' - ჯაბა ქარსელაძე

''ლაპარაკობდნენ, ჯაბას მეტროში სექსი ჰყვარებიაო...'' - ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძე თბილისში ერთი თვით ოჯახისა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდა. მართალია, წლებია, საქართველოდან სწავლის გამო წასულია, მაგრამ ამბობს, რომ სამუდამოდ საზღვარგარეთ გადასახლებას არ აპირებს. იმედოვნებს, ისეთი სიტუაცია იქნება ჩვენს ქვეყანაში და მისი საქმიანობის სფეროში, რომ დაბრუნდება და ევროპაში მიღებულ ცოდნასა და განათლებას სამშობლოს მოახმარს.

- როგორც ვიცი, ბოლოს საფრანგეთში სწავლობდი დოქტორანტურაში, დაასრულე?

- მომავალი წლის სექტემბერში ვამთავრებ დოქტორანტურის სავალდებულო კურსს, იქიდან 5 წელი მაქვს ვადა დისერტაციის დაცვისთვის, გავითვალისწინე რჩევა, მემუშავა ისეთ საკითხზე, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ვინმესთვის და დაცვის შემდეგ არ დაიდებოდა თაროზე, ამიტომ თემად შევარჩიე ბიზნესგარემო საქართველოში, გარდა ამისა, ამჟამად წიგნზე ვმუშაობ.

- წიგნს წერ?

- არა. მგონი, წიგნს არასოდეს დავწერ, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ როგორც დოქტორანტურის სტუდენტი და ლექტორი სამწლიანი გამოცდილებით, დამარეგისტრირეს ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ გამოცემაში, რის საფუძველზეც შემიძლია, სხვადასხვა პიროვნების დაწერილი წიგნებიდან ამოვკრიბო ჩემთვის საჭირო მასალა და ერთ გამოცემად ვაქციო. მითითებული იქნება მასალის ავტორები, თუმცა იმ კონკრეტული წიგნის შემქმნელი და დამკომპლექტებელი ვიქნები მე. ეს დიდი წინსვლაა, არ ვიცი, რომელიმე სხვა ქართველ ლექტორს მსგავსი რამ თუ აქვს. მართალია, სამი წელი თბილისში ვკითხულობდი ლექციებს, მაგრამ ძალიან მინდა, უცხოეთშიც მივიღო ეს გამოცდილება.

ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში მიცხოვრია, მაგრამ პარიზი არის ის, რასაც ვერასდროს ამოწურავ, თუმცა გამოვტყდები, იქ ცხოვრება ძალიან რთულია. ცუდი და კარგი ყველგანაა, მაგრამ ფრანგი ყველას ზემოდან უყურებს, რადგან ფრანგია, ეს მისთვის სტატუსია, მნიშვნელობა არ აქვს, რას წარმოადგენს, აქვს ფული თუ არა. საბედნიეროდ, მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არაა ფრანგი. სხვათა შორის, მათთვის ჩვენ ვართ ძალიან რთულები, როცა პირადისკენ იხრება ურთიერთობა, მაშინ ვხვდები, რომ განსხვავებულები ვართ.

ჩვენ მაინც გათამამებულები ვართ. რაც უნდა ვიძახო, რომ ამდენი წელია დამოუკიდებლად ვიკეთებ საჭმელს, ვირეცხავ, ვალაგებ და ა.შ. მშობლის ხელი მაინც მოგვყვება. იქ მართლა არსებობს გენდერული თანასწორობა, დღეს თუ ქალი წავა მარკეტში, ხვალ კაცი იქნება ვალდებული, ეს გააკეთოს, ჩვენთან კი დედა და და ამას არ გეტყვის და არ გააკეთებს. იქ ათი ადამიანი ერთად რომ წავიდეს სავახშმოდ, ქართველების მსგავსად, ერთი კი არ დაპატიჟებს ყველას, თითოეული ან თავისას გადაიხდის, ან კიდევ თანხას თანაბრად გაიყოფენ. იქ ჩვეულებრივი ამბავია, ბიჭი გოგომ დაპატიჟოს სასმელზე, რაც მე არ მესმის. ევროპაში ძალიან გაუფასურებული და გაადვილებულია ქალის ''მოპოვება'', ყველანაირი რომანტიზმი დაკარგულია და რატომ ეძახიან პარიზს სიყვარულის ქალაქს, ვერ ვხვდები.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ უცხოელ გოგონას არ მოიყვან ცოლად.

- ჩემ ირგვლივ ყველა მამაკაცი ამბობს, ყველაზე დიდი შეცდომაა, ცოლი რომ მოვიყვანეო და თუ ასეთი ცუდია, მე რატომ უნდა მოვიყვანო?!. ეს ხუმრობით. ერთი პერიოდი ვამბობდი, ცოლი თუ არა, შვილი აუცილებლად მინდა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ერთ-ერთ მშობელთან გაზრდილი შვილი არაა სრულყოფილი. ვეთანხმები იმას, რომ ადამიანმა ოჯახი 30 წლის შემდეგ უნდა შექმნას, მანამდე ''იგულაოს''ვისთანაც უნდა, მერე კი სიყვარულით დაქორწინდეს. ყველაფერში ნორმაა საჭირო, ზედმეტი არაფერი ვარგა ჯანმრთელობის გარდა, ეს ჩემი ექსკლუზიური გამოთქმაა, ზედმეტი ჯანმრთელობა არ არსებობს.

- ამ დროის განმავლობაში გქონია სერიოზული ურთიერთობა?

- არა. მგონია, რომ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ვიცი ადამიანზე მიჩვევა და შემდეგ მიჭირს განშორება. თუ არ გადავერთე რაღაცაზე, ამას სტრესი მოაქვს, ამიტომაც ვიცი, რა დისტანცია უნდა დავიკავო ადამიანთან და შემდეგ როგორ გადავეჩვიო მას. დანგრეული პირადი ცხოვრების შემდეგ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის არ მჯერა, რადგან არსებობს შანსი, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში მაინც განახლდეს ინტიმი, განსაკუთრებით ქალის მხრიდან, მე მქონია ასეთი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სასმლის მიმართ ცუდად ვარ განწყობილი.

- მარტო ცხოვრობ და საოჯახო საქმეებსაც თავად უძღვები, როგორ აუღე ალღო ამ ყველაფერს?

- პარიზში მარტო ვცხოვრობ და ეს ძალიან რთულია, აქედან რომ წავედი, ოჯახური საქმიანობის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ახლა დავიხვეწე, ერთადერთი, რასაც ვერ ვსწავლობ და არ მიყვარს, ესაა გაუთოება, ამისთვის პარიზში არის სპეციალური ქიმწმენდა, სადაც იაფად გიუთოებენ. თავად ვიკეთებ საჭმელს, სარეცხი მანქანა ისე კარგად ''დავამუღამე'', რომ აქაც მე ვირეცხავ სარეცხს, სამოსი ძალიან მიყვარს, მაისური 10-ევროიანი იქნება თუ 100-ევროიანი, ერთნაირად ვუფრთხილდები, ამიტომ ვისწავლე, რამდენ გრადუსზე და როგორ რეჟიმზე უნდა გავრეცხო.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება