"კაზანტიპში" საკვები და ვიზები გაიაფდა - რესპუბლიკის ტერიტორიაზე "სეილია"

"კაზანტიპში" საკვები და ვიზები გაიაფდა - რესპუბლიკის ტერიტორიაზე "სეილია"

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელი გაიაფდა. ფასდაკლებასთან დაკავშირებით წარწერები ზოგიერთი ბარის შესასვლელთან უკვე გამოკრულია. ზოგიერთ ბარსა და საკვებ ობიექტში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ქართული სამზარეულოს ობიექტზე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი. კვების ობიექტებისგან განსხვავებით უცვლელი დარჩა საპირფარეშოში შესვლის ფასი, რომელიც დღესაც ლარნახევარი ღირს.

"კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. როგორ ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ასეთი დიდი ფასები არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაპირება სულ სხვა იყო. უკმაყოფილება მან საცხოვრებელი სახლების ფასებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.

ასევე გაიაფდა "კაზანტიპის" ღონისძიებაზე დასასწრები ვიზები. როგორც ambebi-ge-ს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სტურუამ განუცხადა, "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესასვლელად ვიზის შეძენა დღეიდან 400 ლარის ნაცვლად 250 ლარად არის შესაძლებელი და ამ ვიზის მფლობელს "კაზანტიპზე" დასწრება ღონისძიების ბოლომდე შეეძლება.

მისივე თქმით, ასევე გაიაფდა ერთდღიანი ვიზა და დღეიდან ის უკვე 100 ლარი ღირს.

ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიება 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო

ambebi.ge

იხილეთ ასევე: "კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება