"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები

"კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, ამით არაფერი შავდება" - იცავენ თუ არა ბავშვებს მავნე საკვებისგან ცნობილი დედები

ჩვენს რეალობაში, როდესაც ბაზარი სავსეა გენმოდიფიცირებული, კონსერვანტებითა და ქიმიური დანამატებით გაჯერებული პროდუქტებით, ბავშვის ჯანსაღად კვება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობელი ცდილობს, შვილი მეტ-ნაკლებად მოარიდოს მავნე პროდუქტებს, ტკბილეულსა და გაზიან სასმელს, თუმცა ბავშვისთვის ყველაფერზე უარის თქმაც არაა მართებული. დედები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ იმისთვის, რომ შვილისთვის არასასურველი, მაგრამ ჯანსაღი პროდუქტი, როგორმე მიაღებინონ. სწორედ ამ პრობლემაზე სასაუბროდ ცნობილ დედებს მარიამ როინიშვილს, მანიკა ასათიანსა და თიკა ჯამბურიას დავუკავშირდით, რომელთაც პატარები ჰყავთ, და მშობლებისთის საჭირ-ბოროტო თემაზე ვესაუბრეთ.

მანიკა ასათიანი: "ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას"

- ორ თვემდე გიო დედის რძეს მიირთმევდა, შემდეგ კი ხელოვნურ კვებაზე გადავედით. დღესდღეობით მიმაჩნია, რომ ჯანსაღად ვკვებავ. ზოგადად, ცუდი მჭამელია, ერთ წლამდე ყველანაირად ვცდილობდი, ყველა პროდუქტი მიეღო და ჯანსაღად ეჭამა, მეტიც - ერთ წლამდე ჩვენი პედიატრის მიერ გამოწერილ კვებაზე მყავდა, ვუმზადებდი წვნიანებს, რომლებიც ბევრ სასარგებლო ბოსტნეულს შეიცავდა, მათ შორის - ბროკოლის, ყაბაყს, ყვავილოვან კომბოსტოს. მაგრამ მერე და მერე, რომ წამოიზარდა, ძალიან გაჭირვეულდა, ჭამა არ უყვარს. შემწვარი წიწილა მოსწონს და სოფლის, გაუყინავ წიწილას ვიძენ მისთვის, რომ ჯანსაღი ხორცი მიიღოს, ასევე ვყიდულობ ხბოს ხორცზს. თუ მშრალ ხაჭოს არ ჭამს, მაშინ ხაჭოთი ალადებს ვუცხობ და ასე ვაწვდი ამ პროდუქტს. ყოველთვის ვცდილობ, რაღაცნაირად მაინც მივაღებინო ესა თუ ის ჯანსაღი და აუცილებელი საკვები.

- ახერხებ, რომ მოარიდო თუნდაც სწრაფი კვების ობიექტებს?

- ჩემს შვილს, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობას, ძალიან უყვარს სწრაფი კვების საჭმელები. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ არ დამყავს ასეთ ადგილებში, უბრალოდ, ის პლუსი გვაქვს, რომ გიოს მხოლოდ ფრი უყვარს, ჰამბურგერებზე, ჩიზბურგერებსა და მსგავს საკვებზე არ გიჟდება. კვირაში ერთხელ თუ ფრის შეჭამს, არ მიმაჩნია, რომ ამით დიდი რამ შავდება, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად გაფრთხილებაც არ შეიძლება. ჩვენს პირობებში რაღაც არაჯანსაღის ჭამა მაინც მოუწევს, ამიტომ ორგანიზმი მაინც მიჩვეული უნდა იყოს ნორმალურ კვებას, არა ზედმეტად გაფრთხილებულს და არც ზედმეტად არაჯანსაღს, შესაბამისად, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა გასინჯოს.

გარდა ამისა, გიორგის ძალიან უყვარს ტკბილეული, ამიტომ ვცდილობ, ბავშვისთვის განკუთვნილ ტკბილეულზე გადავატანინო ყურადღება, ყველაფერს ვერ მივცემ. დღეში ერთი საბავშვო შოკოლადი თუ შეჭამა, არც ამით შავდება რამე, ჭარბი რაოდენობით კი არ ვაძლევ.

გაზიან სასმელებს არ ვასმევ, ერთ წლამდე კომპოტი უყვარდა ძალიან და ყოველდღე ახალ-ახალს ვუკეთებდი სხვადასხვა ხილისგან, ოღონდ ნაკლები შაქრით, ახლა კი დიდად აღარ მოსწონს, ამიტომ წყალს სვამს დიდი რაოდენობით.

მარიამ როინიშვილი: "ძალიან არ მინდა, რომ ჭამოს ასეთი "საშინელებები"

- ელენე ხუთ თვემდე ბუნებრივ კვებაზე იყო და მინდოდა, დიდხანს მეკვება დედის რძით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა გაგრძელება და ხელოვნურ კვებაზე გადავედით, რასაც ძალიან განვიცდიდი. სულ მესმოდა, რომ ბუნებრივი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, ხელოვნური საკვებიც კარგად მიიღო, რამდენადაც ვიცი, მიახლოებულია დედის რძესთან და ელენესაც ძალიან მოსწონდა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება