სალომე ტეტიაშვილი პიკანტურ ფოტოებზე: ''კიდევ ბევრს იხილავთ''

სალომე ტეტიაშვილი პიკანტურ ფოტოებზე: ''კიდევ ბევრს იხილავთ''

სალომე ტეტიაშვილმა ცოტა ხნის წინ ''ფეისბუქზე'' ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო ზღვის სანაპიროზეა გადაღებული. ცოტა ხნის წინ სალომემ ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში საკუთარი დიეტის რეცეპტი გაამხილა. შავი ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ მომღერალს აშკარად ეტყობა დაკლებული წონა.

- სალომე სად ისვენებდი?

- ბათუმში ვიყავი. მეგობრებთან ერთად წავედი. ნაწილი ქობულეთში დაბინავდა, ნაწილი - ბათუმში, მაგრამ თითქმის ერთად გავატარეთ ეს ათი დღე.

- საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებში აშკარად იგრძნობა შენი დიეტის შედეგი...

- მართლა? ძალიან მიხარია.

- სულ რამდენი კილოგრამი დაიკელი?

- არ ვიცი, ასე ხშირად არ ვიწონები.

- მეგობრებთან ერთად რთული იქნებოდა დიეტის დაცვა. ხომ არ გაგიჭირდა?

- ცოტა დავარღვიე, მაგრამ მსუბუქად. ახლა ჩვეულ რეჟიმში ჩავდექი.

- სალომე, შენს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს ერთხელ უკვე მოჰყვა სკანდალი, რამაც ძალიან გაგაღიზიანა. რატომ გარისკე კვლავ მსგავსი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნება?

- აღარ მაღიზიანებს, მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. თავიდან მიჭირდა ჭორების მოსმენა, სისულეებს რომ წერდნენ, იმის ატანა. ახლა აღარ მაინტერესებს. წერონ რაც უნდათ, მე მომწონს ჩემი ზღვის სანაპიროზე გადაღებული ფოტოები და კიდევ ბევრს იხილავთ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება