ტერორისტი ქართველი ელჩი პოპულარულ ამერიკულ სერიალში (+ვიდეო)

ტერორისტი ქართველი ელჩი პოპულარულ ამერიკულ სერიალში (+ვიდეო)

26 აგვისტოს პოპულარული ამერიკული სერიალის, Covert Affairs-ის მეხუთე სეზონის ფინალი შედგა, სადაც ქართველი დიპლომატი ალექსანდრე ბელენკო გამოჩნდა. სერიალი Covert Affairs-ი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახალგაზრდა აგენტზე, ენ ვოლკერზე მოგვითხრობს. ამჯერად, ენის უცხოელი დიპლომატის გადარჩენა უწევს.

სცენარის მიხედვით, ქართველი ელჩი (რომელსაც სერიალში რატომღაც რუსული გვარი აქვს) ალექსანდრე ბელენკო, თანამზრახველ კეიტლინთან ერთად, მაღალი რანგის პოლიტიკოსების დახოცვას გეგმავს, თუმცა ენ ვოლკერი დროულად გაშიფრავს მის გეგმას და შემთხვევის ადგილას მივა.

ქართველი დიპლომატის თანმხლები ქალი სამართავი პულტით დანაღმულ მანქანას აფეთქებს, თუმცა აფეთქებას ყველა გადაურჩება. კეიტლინი და ალექსანდრე შემთხვევის ადგილიდან მიიმალებიან, თუმცა გზად ავარია შეემთხვევათ და მათ CIA-ს აგენტი დაეწევა. ბელენკო უოლკერს ატყუებს, რომ ის არაფერ შუაშია და აფეთქების ორგანიზებას მის თანმხლებ ქალს გადააბრალებს, რის დასამტკიცებლადაც CIA-ს ჯაშუშის თვალწინ კეიტლინს კლავს. დიპლომატიური ხელშეუხებლობის და არასაკმარისი მტკიცებულების გამო ქართველ დიპლომატს არ აკავებენ და ის უკან, საქართველოში ბრუნდება. როგორც სერიის დასასრულს ირკვევა, ალექსანდრე მზაკვრული გეგმის ბოლომდე მიყვანას მაინც აპირებს...

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება