ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს

ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს

მომღერალი სალომე ქათამაძე რამდენიმე თვის წინ ქმარს, ფეხბურთელ გიგი ზამთარაძეს დაშორდა. Ambebi.ge-სთან საუბარში სალომემ ქმართან დაშორება უარყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ წყვილის დაშორების შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდა. სალომე და მისი ყოფილი მეუღლე რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები, თუმცა ოჯახი მალე დაენგრათ. როგორც სალომემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ქმარს იმის გამო დაშორდა, რომ გიგი მას ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, რასაც თავად გიგი ზამთარაძის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ, რომ გიგის სალომე დღემდე ძალიან უყვარს და ცოლთან დაშორების გამო დეპრესიაშია.

წყვილის ახლობლების ცნობით, სალომეს და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. ამბობენ, რომ სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა, სალომე მღეროდა, დიჯეი კი მიქსავდა. მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც კი მიაკითხა, სადაც სალომე ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც სალომე ქათამაძემ ყოფილ ქმარს და მამას სასამართლოში უჩივლა, თავად კი ამერიკაში ახალ შეყვარებულთან ერთად გაემგზავრაო. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გვარიც შეიცვალა და დედამისის მეუღლის გვარზე გადავიდა. Ambebi.ge შეეცადა სალომე ქათამაძის ყოფილ ქმართან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ამიტომ თავად მომღერალს გავესაუბრეთ.

- სალომე, რატომ შეიცვალე გვარი?

- ბევრი მიზეზის გამო შევიცვალე გვარი, დედაც მდივანია და დედაჩემის ქმარიც. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მდივანია და მეც მინდა მდივანი ვიყო.

- მამასთან ცუდი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არც ცუდი და არც კარგი.

- ამბობენ, რომ თქვენმა ყოფილმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენათ, მამამ კი გიგის პოზიცია დაიჭირა, რის გამოც თქვენ სასამართლოში უჩივლეთ მათ, ეს ხომ არ გახდა გვარის შეცვლის მიზეზი?

- ასეთი რამ მოხდა, მაგრამ გვარი ამის გამო არ შემიცვლია და არც სასამართლოში მიჩივლია.

- სად მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თქვენს და ყოფილ მეუღლეს შორის?

- ბათუმში, "სექტორში" ვიყავი მოლაპარაკებაზე და იქ მოხდა დაპირისპირება. დაახლოებით თვენახევრის დაშორებულები ვიყავით.

- მგონი თქვენი ახალი შეყვარებულის გამო მოხდა ეს?

- არ მყავს შეყვარებული.

- სოციალურ ქსელში უამრავი მასთან გადაღებული ფოტო გიდევთ...

- ბევრი მეგობარი მყავს, გოგოც და ბიჭიც ნებისმიერთან ერთად შემიძლია ფოტოს გადაღება. შეყვარებული როცა მეყოლება, გავაგებინებ ყველას.

- ვინ არის ის ბიჭი?

- ეს არის ჩემი მეგობარი გიორგი, კარგი ადამიანია, არ ვიცი გიგიმ იეჭვიანა თუ რა იფიქრა, მაგრამ... აზრზე არა ვარ, გიგიმ რა გადაწყვიტა. ამერიკაში ვიყავი ბერკლის მუსიკალურ სკოლაში, გამოცდა მქონდა, რომელიც წარმატებით ჩავაბარე და დაფინანსების პასუხს ველოდები. ამის შემდეგ რამდენიმე წლით წავალ ამერიკაში.

- გიორგისთან ერთად იყავით ამერიკაში?

- გიორგი იქ ცხოვრობს.

- რა იყო ქმართან გაშორების რეალური მიზეზი?

- ბევრი ცუდი და უარყოფითი ენერგია დაგროვდა და ამიტომ დავშორდით.

- ამბობენ, ოჯახის დანგრევის გამო გიგი დეპრესიაშია და თქვენთან შერიგება უნდა...

- არ ვიცი, არა მგონია, ჩემთან შერიგება უნდოდეს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება