ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...

ქართველი TOP საპატარძლოები - ყველაზე სკანდალური, მოკრძალებული და სექსუალური...

საქართველოში ალბათ არ არსებობს ქალბატონი, რომელსაც გარდატეხის ასაკის დასრულებისას და მანამდეც არ მოუსმენია ჯადოსნური სიტყვათშეთანხმებები - ''არ თხოვდები?'', ''შეყვარებული არ გყავს?'', ''როდის უნდა გათხოვდე?'' და უამრავი სხვა. იმ შემთხვევაში, თუ შეყვარებული გყავს, ზურგს უკან ჭორაობენ, რომ ალბათ სულ არ აპირებს ის ბიჭი შენს ცოლად მოყვანას და ასე რჩები საზოგადოების თვალში გათხოვებამდე კარგ ან ცუდ საპატარძლოდ.

თუ გაგიმართლა, გარეგნობა ხელს გიწყობს, ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ხარ ან სულაც პოპულარული, საქართველოში გათხოვება მარტივია, თან არაერთხელ - ორჯერ, სამჯერ და შეიძლება, მეოთხედაც გარისკო.

ჩვენი საპატარძლოებისგან, რომლებიც ტოპ-ათეულში მოხვდნენ, ზოგიერთი ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან შვილიც ჰყავს, მაგრამ საპატარძლოს სტატუსს ჯერ კიდევ არ კარგავენ.

საპატარძლოების შეფასებისას რამდენიმე კრიტერიუმი გამოვიყენეთ – ძირითადი განმსაზღვრელი მაინც გარეგნობაა და შემდეგ - ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა. თანმიმდევრობა კი პირობითია.

ანა მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილია. მართალია, ბოლო დროს გავრცელებული ჭორის თანახმად, მარგველაშვილი საყვარელი ქალბატონისგან კიდევ ერთ შვილს ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით ანა მამის ნებიერად რჩება და ამ სტატუსს ბოლომდე ამართლებს.

გოგონა რუსეთში გაიზარდა და სწავლობდა. მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ძირითად დროს თბილისში ატარებს და უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ ბევრჯერ ვწერდით და ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. მიუხედავად ამისა, ანა დღეს საქართველოში ერთ-ერთ სასურველ საპატარძლოდ ითვლება და ხშირად ვრცელდება ჭორები მის თაყვანისმცემელთა არმიის შესახებ.

ეკო ფანგანი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი სახეა ქართულ შოუბიზნესში. პირველად პროდიუსერის ამპლუაში გამოჩნდა, მაშინ ანსამბლ ''ალილოს'' წევრ ბექა ჩხაიძეზე იყო შეყვარებული. გულახდილი ეკო ფანგანი მალე ჟურნალისტების საყვარელ რესპონდენტად იქცა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ამას მოჰყვა ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' და ახლა ''იმედზე'' შუადღის ეთერში საკუთარი რუბრიკა მიჰყავს. ეკოსა და ბექა ჩხაიძის ''ლავ სთორი'' კი დამთავრდა, ყველასთვის მოულოდნელად წყვილი დაშორდა და ბექას მცდელობის მიუხედავად, ეკო აღარ შერიგებია. იყო სერენადები, ტელეეკრანიდან ახსნილი სიყვარული, მაგრამ ყოფილმა მიჯნურმა ეკოს გული ვეღარ დაიბრუნა.

ნინო გაჩეჩილაძე თაკოს დაა, მაგრამ ადრე თუ ასე მოიხსენიებდნენ, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კატოს როლის შექმნის შემდეგ მსახიობი პოპულარობას დღემდე არ კარგავს. ბევრი ცნობილი სახისგან განსხვავებით, ნინო მოკრძალებულია, პირად ცხოვრებას იმდენად კარგად მალავს, რომ მასზე არასოდეს ვრცელდება ჭორები, მაგრამ ფაქტია, რომ დას პოპულარობით არ ჩამოუვარდება და მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაშია.

ნინი ბადურაშვილი ალბათ მაქსიმუმ 13 წლის იყო, როდესაც პირველად ჰკითხეს, როდის თხოვდებოდა, რადგან შოუბიზნესში მისი გამოჩენის დღიდან ხალხს კარიერაზე მეტად ნინის პირადი ცხოვრება, თაყვანისმცემლები და გათხოვების დრო აინტერესებდა. ბადურაშვილი ალბათ პირველია შოუბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რომლისთვისაც ყველაზე ხშირად უკითხავთ ჟურნალისტებს, როდის აპირებდა გათხოვებას.

ნინი დაახლოებით ორი წლის წინ გათხოვდა. მეუღლე - ირაკლი კუტალაძე, ყველასთვის მოულოდნელი სასიძო აღმოჩნდა. მაშინ იმდენი იჭორავეს ნინიზე და იმდენჯერ დააშორეს ახალ-შეუღლებული წყვილი, რომ გათხოვებიდან რამდენიმე თვეში გოგონა მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე კუტალაძის ინტერვიუდან გაირკვა, რომ ახალშეუღლებულები თურმე სკანდალურად დაშორდნენ. დღეს ნინი ერთი წლის ელენეს ზრდის და კვლავ თავისუფალი ქალბატონია. საზოგადოება კი ისევ ინტერესშია ჩავარდნილი და ისევ ელის, კიდევ როდის გათხოვდება ნინი ბადურაშვილი.

თაკო გაჩეჩილაძის პირველმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა, არადა, დაოჯახებამდე წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. თაკო, ნინი, ქრისტინე - ბავშვობის მეგობრების პირველი ქორწინება რატომღაც არ შედგა და დღეს სამივე განათხოვარი ქალბატონების ამპლუაში ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

თაკო დედაქალაქში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლოა, მაგრამ პრესასთან იმდენად ჩაკეტილია, რომ პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს. ბოლო ჭორი, რაც მის შესახებ გავრცელდა, ბერა ივანიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ, თუმცა ცნობილია, რომ ეს ურთიერთობა არ გაგრძელდა.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება