რა მისწერა ალა პუგაჩოვამ ვლადიმერ პუტინს?

რა მისწერა ალა პუგაჩოვამ ვლადიმერ პუტინს?

პრიმადონამ მხარი დაუჭირა ანდრეი მაკარევიჩს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც იმ სიტუაციაზე ყურადღების მიპყრობა სთხოვა, რომელშიც მუსიკოსია მოხვედრილი (შეგახსენებთ, ჯგუფ ”მაშინა ვრემენი”-ს სოლისტმა უკრაინაში გამართა კონცერტი, სადაც მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ მაკარევიჩს სახელმწიფოსგან მიღბული ჯილდოების დაბრუნება მოთხოვეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს რუსმა პატრიოტებმა).

მომღერლის აზრით, მაკარევიჩს სრული უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამის გამო მისი განსჯა, მით უმეტეს, დამსახურებული პრემიების ჩამორთმევა, დაუშვებელია.

პუგაჩოვას ამ მიმართვას მხარი მრავალმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა, მათ შორის ლია ახეჯაკოვამ, ანა ტერეშკოვამ, ირინა პროხოროვამ. პრიმადონამ მაკარევიჩი ბორის პასტერნაკს შეადარა, რომელსაც უთვალთვალებდნენ და დევნიდნენ იმის გამო, რომ ნობელის პრემიის აღებას დათანხმდა.

შოუმენ მაქსიმ გალკინის მეუღლე პუტინს ახსენებს, რომ პოლიტიკის და ხელოვნების აღრევა არ შეიძლება. პუგაჩოვა აღნიშნავს, რომ მაკარევიჩმა რუსი ხალხისგან ჯილდოები თავისი შემოქმედებისთვის მიიღო და არა პოლიტიკური აქტივობისთვის.

მომზადებულია politikonline.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება