ალექსეი მაკარევიჩი გარდაცვლილი იპოვეს

ალექსეი მაკარევიჩი გარდაცვლილი იპოვეს

მუსიკოსის და პროდიუსერი, ალექსეი მაკარევიჩი 29 აგვისტოს ღამეს მოსკოვში თავის ბინაში მისმა ქალიშვილმა ანასტასიამ გარდაცვლილი იპოვა.

ალექსეი მაკარევიჩი ცნობილი იყო  ქალთა პოპ ჯგუფის "Лицей" -ის შემქმნელი და პროდუსერი.  ამ კოლექტივის სოლისტი მისი ქალიშვილი ანასტასიაა. სწორედ მან აღმოაჩინა დღეს გარდაცვლილი მამა. ალექსეი მაკარევიჩი 59  წლის იყო. დეტალები და გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. "დიახ, სიმართლეა, ალექსეი გარდაიცვალა. არ ვიცით რა მოხდა და რამდენი დრო გავიდა გარდაცვალებიდან. ამის დადგენა მედიკოსებს მოუწევთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ჯგუფ Лицей-ს დირექტორმა ალექსანდრ რუმიანცევმა.

ალექსეი მაკარევიჩი 1979-დან 1980 წლებამდე უკრავდა როკ ჯგუფში "Воскресение". მოგვიანებით 1991 წელს მან შექმნა პირველი რუსული გოგოებისგან დაკომპლექტებული ბენდი Лицей. ის ქმნიდა ჯგუფისთვის კოსტუმებს და წერდა სიმღერებს. სწორედ ის ითვლება ცნობილი ჰიტის "Осень"-ს ავტორად.

მომზადებულია trud.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება