სალომე გოგიაშვილის მსგავსება ვიქტორია ბექჰემთან და ბიჭების მიერ დაწუნებული თიკო სადუნიშვილი

სალომე გოგიაშვილის მსგავსება ვიქტორია ბექჰემთან და ბიჭების მიერ დაწუნებული თიკო სადუნიშვილი

მოგეხსენებათ, ქართველებს უყვართ მოდაზე საუბარი, კარგად ჩაცმა და შემდეგ ერთიმეორის გაქილიკებაც კი ამა თუ იმ ვარცხნილობის, სამოსისა თუ ფეხსაცმლის გამო. ხშირად მსმენია ფრაზა - თბილისში ყველას ერთანაირდ აცვია! რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი ეთანხმება, მეორე - არა. მსოფლიო მოდისგან მოწვდილ ტენდენციებს პირველად მაინც ბომონდი იტაცებს და საკუთარ თავზე ''ცდის'', შემდეგ კი ქუჩის მოდაც ითვისებს აქტუალურ სტილს.

ამჯერად მოკლე ვარცხნილობებზე გვინდა ვისაუბროთ, რომელიც მსოფლიო ტენდენციაა, თუმცა ქართულმა შოუბიზნესმა და ელიტამ კარგად აითვისა და მასობრივად დაგრძელებული თმიდან მოკლე სტილზე გადაინაცვლა... ზოგი ამას თმის ხარისხის გაუმჯობესების სურვილს ''აბრალებს'', ზოგი - ერთი და იმავე ვარცხნილობის მობეზრებას, ოღონდ თითქმის არავინ აღიარებს, რომ მთავარი როლი თმის დამოკლებაში მაინც მოდამ ითამაშა.

ქართულ რეალობაში თიკო სადუნიშვილი გახლდათ პიონერი, რომელმაც ზემოხსენებული ტენდენცია საკუთარ თავზე გამოსცადა, საშუალო სიგრძის ქერა თმიდან საკმაოდ მოკლე, ე.წ. ''ბიჭურ'' ვარცხნილობაზე გადავიდა და ფერიც შეიცვალა - წითური გახდა... ''მიუზიქ ბოქსთან'' ინტერვიუში თავადვე ამბობდა, ბიჭებს არ მოვწონვარ ასეთი იმიჯით, გოგონებს კი, პირიქით. არ ვიცი, შეიძლება ამას იმიტომ ამბობენ, რომ ძლივს ნახეს, არ ვარგა თიკო და უნდათ ასევე დავრჩეო. ექსპერიმენტების შემდეგ თიკომ თმის ძველი ფერი დაიბრუნა და ახლა ისევ ქერაა.

გახსოვთ ალბათ სალომე გოგიაშვილის გრძელი ქერა თმა, რომელიც ყოფილმა ტელეწამყვანმა ''კარეთი'' ჩაანაცვლა. დამეთანხებით, ''კარედან'' უფრო მარტივია თმის დამოკლება და განსხვავებული ვარცხნილობის მიღება, ვიდრე გრძელი თმიდან. ჰოდა, სალომემაც სხვა ფორმა მისცა მის არცთუ გრძელ თმას და ცოტა ხნით ვიქტორია ბექჰემსაც კი დაემსგავსა, შემდეგ ისევ შეიცვალა სტილი და დღეს ისიც მოკლევარცხნილობიანთა რიგებშია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება