''ქუთაისელ ანჯელინა ჯოლის'' პატარა ბიჭები აწუხებენ - მოდელი ცხოვრების წესსა და შემოთავაზებებზე

''ქუთაისელ ანჯელინა ჯოლის'' პატარა ბიჭები აწუხებენ - მოდელი ცხოვრების წესსა და შემოთავაზებებზე

მოდელი ეკა ქუთათელაძე რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. ლამაზი გოგონა, რომლის ფოტოებსაც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებდნენ, წარმოშობით ქუთაისელი აღმოჩნდა, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების და მეუღლესთან დაშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ეკა დღემდე იქ ცხოვრობს და რვა წლის ნიას ზრდის. წლების წინ სოფო ჭყონიას სააგენტოში მოდელად მუშაობდა, მაგრამ ფეხმძიმობის გამო მაშინ კარიერაზე უარი თქვა. დღეს ქუთაისში დიზაინერ მანანა გოგლიჩიძის სააგენტოში მუშაობს და ახალგაზრდა მოდელებს ზრდის, თუმცა ცოტა ხნის წინ პიკანტური ფოტოსესიით კიდევ ერთხელ გააგიჟა სოციალურ ქსელში შეძენილი თაყვანისმცემლები.

- ეკა, ''რეიტინგი'' პირველი ჟურნალი იყო, რომელმაც შენთან ინტერვიუ ჩაწერა. მაშინ სოციალურ ქსელში ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა შეიცვალა მას შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- (იცინის) თავს მაინცდამაინც პოპულარულად ვერ ვგრძნობ. ძველებურად ვცხოვრობ, თუმცა მაქვს რაღაც სიახლეები. ცოტა ხნის წინ მივიღე მონაწილეობა კონკურსში ''მისის პლანეტა'', რომელიც ბულგარეთში ჩატარდა და 45 ქვეყნის მონაწილეებს შორის საუკეთესო ტოპმოდელის სტატუსი ავიღე. კონკურსში აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ბევრი მეგობარი შევიძინე. ისინი დილიდან საღამომდე ემზადებოდნენ გამოსვლისთვის. აუზზე არ ჩამოდიოდნენ, საჭმელს არ ჭამდნენ. მე – პირიქით, კარგად დავისვენე. ზოგადად მეგობრული გარემო იყო, ''გაჩალიჩებები'' არ ყოფილა.

- ერთი თვის წინ მოსკოვში ჩვენებაზე როგორ მოხვდი?

- რუსეთის დედაქალაქში აქამდე არ ვყოფილვარ. ჩატარდა კონკურსი, სადაც დიზაინერ მანანა გოგლიჩიძის კაბები ეცვათ მონაწილეებს. ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც ჩვენება გახსნა, თუმცა კონკურსანტი არ ვყოფილვარ. ქუჩაში სეირნობისას გოგონებს ყურადღებას გვაქცევდნენ. ძალიან მდიდარი ხალხი ცხოვრობს მოსკოვში, ბევრი ფული აქვთ, საოცარი აგარაკები ჰქონდათ ქალაქგარეთ (იცინის).

- ამ პერიოდში რაიმე საინტერესო შემოთავაზება ხომ არ გქონია?

- დიახ, თითქმის ყველა გადაცემიდან დამირეკეს, მაგრამ თავი შევიკავე სტუმრობისგან, რადგან სტატუსი – ''ქუთაისელი ანჯელინა ჯოლი'' - არ მომწონს. არასოდეს მითქვამს, რომ ანჯელინა ჯოლის ვგავარ. ვგიჟდები ჯოლიზე, მაგრამ უხერხულობას მიქმნის ეს სტატუსი.

- ზოგიერთი შორენა ბეგაშვილსაც გამსგავსებს...

- არა, რა შორენა, სოციალურ ქსელში ბევრ რამეს წერენ.

- საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში, დარწმუნებული ვარ, ბევრი გიხსნის სიყვარულს.

- დიახ, ბოლო დროს აღარც ვკითხულობ, თუ ადამიანის სახელი და გვარი არ მეცნობა. ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ სერიოზულად არ ვიღებ. მწერენ ხოლმე, გამომყევი ცოლად, მიყვარხარ (იცინის).

- უფროსი მამაკაცები შენც ხომ არ გაწუხებენ ''ფეისბუქზე'', ბოლო დროს ცნობილი სახეები ამაზე წუწუნებენ.

- არა, პირიქით, მე პატარა ბიჭები უფრო მწერენ. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე, რატომ არ მპასუხობ, თავში ხომ არ აგივარდაო.

- სოციალურ ქსელში გაცნობილს ჭიქა ყავაზე არ დაუპატიჟებიხარ?

- კი, ყოფილა ასეთი მომენტიც, თუმცა არ დავაკონკრეტებ, რა მნიშვნელობა აქვს (იცინის).

- მშობლიური ქალაქი შენს პოპულარობას როგორ შეხვდა?

- ჩემს ქალაქში ბავშვობიდან პოპულარული ვიყავი, ამიტომ აღარ მიკვირს, ხალხი ქუჩაში რომ მცნობს.

- აბეზარ თაყვანისმცემლებს ვისი დახმარებით იშორებ?

- ძალიან ძლიერი ვარ და ვერავინ შემაწუხებს, ამიტომ აქამდე არავინ ჩამირევია. შემიძლია მარტოობა და გაჭირვება ისე ავიტანო, არავის გავაგებინო. მაქვს მომენტები, როცა არავინ მინდა და საკუთარ თავში ვიკეტები, ამ დროს ყველაფერი ყელში მაქვს ამოსული. ახლა მაქვს ეს პერიოდი. ჩემი დეპრესია მაქსიმუმ ათი დღე გრძელდება, ვუსმენ მუსიკას და ვფიქრობ. შეიძლება, მაგ დროს სატელეფონო ზარებსაც არ ვუპასუხო. ყველაზე ბედნიერი ჩემს შვილთან ერთად ვარ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება