ჰაკერებმა ინტერნეტში ჯენიფერ ლოურენსის შიშველი ფოტოები გაავრცელეს (+ ფოტოგალერეა)

ჰაკერებმა ინტერნეტში ჯენიფერ ლოურენსის შიშველი ფოტოები გაავრცელეს (+ ფოტოგალერეა)

ჰაკერებმა, რომელთა ვინაობაც უცნობი რჩება, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოურენსის მობილური ტელეფონიდან მსახიობის შიშველი ფოტოები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

31 აგვისტოს ინტერნეტში გამოჩნდა ”შიმშილის თამაშების” ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოურენსის პიკანტური ფოტოები. როგორც ტელეკორპორაცია BBC იტყობინება, ეს იმ ჰაკერების ნამოქმედარია, რომლებმაც აქამდეც შეძლეს ცნობილი ადმიანების Icloud-ს გატეხვა.

საერთო ჯამში, ჰაკერებმა 60-მდე ვარსკვლავის პირადი ფოტოები მოიპოვეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი ფოტოა ნამდვილი და რამდენი ყალბი. მაგრამ უკვე ოფიციალურად დამტკიცდა, რომ ”ოსკარის” მფლობელი ჯენიფერ ლოურენსის ფოტოები ნამდვილად მას ეკუთვნის.

მსახიობის ადვოკატები აცხადებენ, რომ არა მხოლოდ ჰაკერებს მოუწევთ ჩადენილის გამო სასჯელის მოხდა, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ინტერნეტში ფოტოების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება