ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან განშორებაზე პირველად ალაპარაკდა

ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან განშორებაზე პირველად ალაპარაკდა

“მე ჯოჯოხეთში ვიყავი, მაგრამ თავი დავაღწიე” - ასეთი ფრაზით აღწერს ნიკოლ კიდმანი თავის ქორწინებას ტომ კრუზთან. კიდმანს აქამდე არსოდეს უსაუბრია ასე უხეშად საკუთარ ყოფილ მეუღლეზე. მსახიობი ყოველთვის თავშეკავებულად სცემდა პასუხებს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

 

ღიად საუბრის უფლება  ნიკოლმა თავს მხოლოდ მაშინ მისცა, როდესაც კრუზი მესამე მეუღლეს, კეიტი ჰოლმსს გაშორდა. ”ჩემი უბედურება ის იყო, რომ ძალიან მიყვარდა ტომი და ვცდილობდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერში ანგარიში გამეწია მისთვის. როდესაც მის გვერდით იმყოფები, არ გტოვებს შეგრძნება, რომ მისი ღირსი არ ხარ, რომ შენ ძალიან გაგიმართლა, რომ თავად ტომ კრუზის ცოლი ხარ”, - აღიარა კიდმანმა ინტერვიუში.

ფსიქოლოგიური წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ მსახიობმა დღიურის წერა დაიწყო, რომ როგორღაც გრძნობებს გამკლავებოდა. ”საკმაო ხანი ვწერდი დღიურს, რომელშიც ტომთან ცხოვრების ყველა საშინელ დეტალს ვწერდი. მახსოვს, ერთხელ მან იპოვნა ჩემი ნაწერები, ეგრევე გაანადგურა და სულიერად ავადმყოფი მიწოდა. ამის შემდეგ პატარა წვრილმანზეც კი როდესაც არ დავუჯერებდი, მემუქრებოდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოგკეტავო”, - ყვება კიდმანი.

სულიერი სიმშვიდე მსახიობმა ქანთრი მომღერალ კიტ ურბანთან ქორწინებაში მოიპოვა. კიდმანს და ურბანს ორი ქალიშვილი ყავთ. ოჯახი ნეშვილში, რანჩოში ცხოვრობს და უბრალო ცხოვრებას ეწევა: დადიან კინოში, კაფეში და საბავშვო დღესასწაულებზე. ნიკოლი ყვება, რომ თავად დაყავს შვილები სკოლაში და ბაღში და სიამოვნებით აქვს ურთიერთობა სხვა ბავშვების მშობლებთან.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება