"ცოტნე ცოტაშვილისა და ანკას სასიყვარულო ინტრიგა გრძელდება" - ინტერვიუ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერთან

"ცოტნე ცოტაშვილისა და ანკას სასიყვარულო ინტრიგა გრძელდება" - ინტერვიუ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერთან

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფი ახალი სეზონისთვის ინტენსიურად მუშაობს. მოსამზადებელი ეტაპი აქვთ. ვინდაიდან ამ პროექტს ბევრი მაყურებელი ჰყავს, ცხადია, ბევრი ინტერესდება იმით, თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი.

Ambebi.ge სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

- სიახლეები, რა თქმა უნდა, იქნება. დაემატებიან პერსონაჟები, მსახიობები, ვიღაცები დაგვტოვებენ, მოგვაკლდებიან. მოკლედ, განახლებები მოხდება იმიტომ, რომ ყოველ წელს, ყველა სეზონში, სიახლე იყო ხოლმე.

ჩვენ ენერგიას და ძალას არ დავიშურებთ, რომ მაყურებელს კიდევ უფრო ხარისხიანი და საინტერესო პროდუქცია შევთავაზოთ და ასეთივე გახდეს ჩვენი სერიალი, მაყურებელმა ამით უნდა ისიამოვნოს.

- უმრავლესობას პერსონაჟის - ცოტნე ცოტაშვილის ბედი აინტერესებს. დარჩება თუ არა ის სერიალში?

- ცოტნე, რა თქმა უნდა, იქნება, რადგან ერთი სეზონი საკმარისი არ არის ამ პერსონაჟისა და მსახიობისთვის, რომ შესაძლებლობები ამოწუროს. შესაბამისად, დარჩება და გაგრძელებს სერიალში საქმიანობას. ეს პერსონაჟი განვითარდება და მის ცხოვრებაში კიდევ რაღაც სიახლეები მოხდება...

- წინა სეზონი ისე დამთავრდა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. ცხადია, საინტერესოა, პოლიტიკიდან წასული ცოტნე რა გზას დაადგება?

- ადამიანები პოლიტიკიდან წასულან და კიდევ დაბრუნებულან. შეიძლება დაბრუნდეს... შეიძლება - არა, მოკლედ, მისი ამბავი გრძელდება. გრძელდება მისი ინტრიგა ანკასთან და საერთოდ, მისი პირადი ცხოვრების დეტალები აქტიურად იქნება ახალ სეზონზეც.

- ბევრი მსახიობი ემატება?

- როგორც ვთქვი, ახალი პერსონაჟები იქნებიან. ამჟამად მსახიობების შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს, ანუ პერსონაჟებს ვაზუსტებთ, ტიპაჟებს ვარჩევთ და შესაბამისად მაყურებელი სიურპრიზებს საკმაოდ იხილავს.

- ეთერში როდის გავა?…

- ჯერ არჩევის ეტაპი გვაქვს. სერიალი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება. გადაღებები 10 დღის განმავლობაში განახლდება. როგორც ვთქვი, ახლა ბოლო ეტაპზე ვართ, დეტალების დაზუსტება ხდება, ამასთან, რაღაცების გარკვევისა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღების...

- მაყურებელი ერთი თვის თავზე უნდა დაელოდოს ახალ სეზონს?

- ეთერში გადაღებებიდან ერთი თვის თავზე გავალთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება