ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ქორწილის ამსახველი პირველი ფოტოები

ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ქორწილის ამსახველი პირველი ფოტოები

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის გასაიდუმლოებული ქორწინების პირველი ფოტომასალა People magazine-მა მოიპოვა. ჯოლი აბრეშუმის, თეთრ, ვერსაჩეს კაბაში გამოწყობილი მივიდა საკურთხეველთან. თავსაბურავზე თეთრი ვუალი მათი შვილების ნახატებით იყო გაწყობილი.

 

”ეს განსაკუთრებული დღე იყო, რომელიც შვილებთან ერთად გავიზიარეთ და ძალიან ბედნიერი ოჯახური დრო გავატარეთ” - განუცხადეს ბრედმა და ანჯელინამ People magazine-ს. მათი ქალიშვილები ზაჰარა და ვივიენი ყვავილების დამჭერის ფუნქციას ითავსებდნენ, შაილოს და ნოქსს ბეჭდები ეჭირათ, მედოქსი და პექსი კი დედას საკურთხეველთან მიაცილებდნენ. ამასთან, ექვსივე შვილმა მიიღო მონაწილეობა მშობლების სასიყვარულო ფიცის დაწერაში. პექსმა ნამცხვარიც კი გამოაცხო. ბრედ პიტს ჰალსტუხის წაღება დაავიწყდა და მოუწია შვილისგან ეთხოვა.

ოთხშაბათისთვის People magazine გეგმავს ვარსკვლავური ქორწილის სრული ფოტომასალის და დეტალური ისტორიის გამოქვეყნებას.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება