ლევან სუხიტაშვილი - ''ერთი მოღალატე ქმარი უკვე მემუქრება''

ლევან სუხიტაშვილი - ''ერთი მოღალატე ქმარი უკვე მემუქრება''

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემას და საკითხს შევეხეთ, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც ღალატის თემა გამოდგა, რომელზე საუბრის დროსაც ლევანმა ისეთი რამ თქვა, მეგობრისგან მუქარაც კი მიიღო.

- ღირებულ ტრადიციებს ვაფასებ, მაგრამ ბრმად არ მივყვები მათ. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ოჯახის ტრადიციაა, საიდანაც მოდის ადამიანის ღირსება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ.

- რომელი ტრადიცია გაღიზიანებს?

- პირველი, რაც გამახსენდა, ესაა თამადა. საჩვენებლად, თუნდაც უცხოელებისთვის, თვალსაჩინოებად კარგია თამადის არსებობა სუფრაზე, მაგრამ რვა ჭიქის შემდეგ იმ უცხოელსაც მაგრად ''ახატია'', მისთვის დამღლელი ხდება სიტუაცია, თან დათრობის შემდეგ ეს თამადებიც ტვინის ბურღვაზე გადადიან, ჯერ გიყვირიან, რომ მოუსმინო და მერე შეიძლება შემოგარტყან კიდეც.

- ყანწებსა და უცნაური ფორმის განსხვავებულებზე რა აზრის ხარ?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, ზოგჯერ დიდი სიამოვნებით დამილევია ყანწით, ან რაიმე უცნაური სასმისით. ჩემს მეგობარს აქვს საქეიფო მარანი, მივუტანე მეტად უცნაური სასმისი, გადაკუზული კაცია და ღვინო უკანალში ისხმება, გამოდის, რომ ტრაკიდან სვამ, რომ მივიტანე, დალევას ყველა ერიდებოდა, ჰოდა, მათთვის კომპლექსი რომ მომეხსნა, პირველმა მე დავლიე იმ კაცის ტრაკიდან ღვინო (იცინის).

- ვინაიდან ოჯახის ტრადიციაზე გაამახვილე ყურადღება, მაინტერესებს, როგორ უყურებ ოჯახის უფროსის საკითხს..

- ამ თემისთვის დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია, მაგრამ ნორმალურ ოჯახში, გინდა თუ არ გინდა, კაცია ოჯახის უფროსი, თუმცა უფროსობა არ ნიშნავს გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას.

- რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, ქართულ რეალობაში დამყარდება ეს ოდესმე?

- პედერასტების თემის წამოწევის არ იყოს, გინდა თუ არა პატივი გვეცითო, არ მესმის, რატომ გახდა გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი აქტუალური. თუ ქალს მამაკაცი ყოველღამე უბაგუნებს, გინდა გენდერულ თანასწორობაზე ელაპარაკე და გინდა სხვა რამეზე, რა აზრი აქვს? ყვირილით ამ საკითხს არაფერი ეშველება.

- რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი?

- ჭკვიანია ქალი, რომელშიც გარკვეული დოზით ყველაფერი დევს, აქვს იუმორის გრძნობა, საქმე, ოჯახი. ჩემთვის უტვინოა ქალი, რომელიც არის ძალიან ნაკითხი და კარიერის გამო ოჯახს მოაკლებს რამეს.

- რა მნიშვნელობას ანიჭებ ან ანიჭებდი ქალის განვლილ პირად ცხოვრებას, როდესაც მასთან ურთიერთობის აწყობას გეგმავ ან გეგმავდი?

- ადამიანს პირველად თვალი ხედავს, შემდეგ იგებ მის პიროვნულ თვისებებს, ამის შემდეგ მოდის მისი პირადი ცხოვრება. ურთიერთობის აწყობა არ მომინდება პავლოვის ''პუტანკასთან'', რადგან ვიცი, ის ვინაა, ფიქრს ისე არ დავიწყებ ადამიანთან ურთიერთობის აწყობაზე, თუ არ ვიცი, ის კონკრეტული გოგონა ვინაა და როგორია.

- ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობ?

- ვერ ვხვდები, რატომ დასცინიან მათ, ვისაც უნდა, რომ ქალიშვილი იყოს, ან რატომ აკრიტიკებენ იმათ, ვინც არ იცავს ამას? ეს ადამიანის გადასაწყვეტია და სხვისი ჩარევა ამ საკითხში ნორმალური არაა. ქალიშვილობის ინსტიტუტის აქტუალობაზე გავლენას ახდენს მართლმადიდებლობა, ამიტომ არ მგონია, სწორი იყოს იმ ადამიანის დაცინვა, რომელიც რელიგიის წესებს იცავს.

- წყვილის თანაცხოვრება ქორწინებამდე მნიშვნელოვანია თუ მიუღებელი?

- ესეც ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბებულნი არ არიან საკუთარ თავში და ერთად ცხოვრების შემდეგ იმყარებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე არსებობენ წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე თანაცხოვრების გარეშე ქმნიან მყარ ოჯახს. გვერდით მყავს ისეთი წყვილები, რომლებმაც პირდაპირ, ყოველგვარი თანაცხოვრების გარეშე შექმნეს ოჯახი და უკვე დიდი ხანია ერთად არიან, მაგრამ ვიცნობ ისეთებსაც, რომლებმაც დაქორწინებამდე იცხოვრეს ერთად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც დაშორდნენ, ასე რომ, ამას წინასწარ ვერ გათვლი.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება