"მიყვარხარ?!" - ვინ გახდება ახალი ტელეპროექტის წამყვანი

"მიყვარხარ?!" - ვინ გახდება ახალი ტელეპროექტის წამყვანი

როგორც შევიტყვეთ, "პალიტრა ტვ"-ის არხზე ახალი, პროექტი იწყება, რომლის შინაარსა და ფორმას შემოქმედებითი ჯგუფი და არხის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ასაიდუმლოებს. როგორც ამბობენ, გადაცემას "მიყვარხარ?!" ერქმევა და წამყვანის შერჩევაც უკვე დაწყებულია. ჩვენი ინფორმაციით, წამყვანად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის პაატა გულიაშვილი და ანრი ჯოხაძე.

"ამბები.გე" პაატა გულიაშვილს შეეეხმიანა.

- ასე გავიგეთ, რომ "პალიტრა ტვ"-ზე ახალი გადაცემა უნდა წაიყვანოსო. მართალია?

- არა, ასეთი რამ პირველად მესმის. ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული: ამჟამად ახალ სერილაში მიღებენ და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობ. ასე რომ, ძალიან დატვირთული ვარ...

შემდეგ ანრი ჯოხაძესაც დავუკავშირდით:

- არა, ნამდვილად, არა... ჯერ ამ პროექტის შესახებ არაფერი ვიცი.

მაკა ლომიძე, "პალიტრა ტვ"-ს გენერალური პროდიუსერი:

- კი, ჩვენს არხზე მართლაც იწყება ახალი საინტერესო გადაცემა, რომელიც ოქტომბერში ჩაეშვება. მას "მიყვარხარ?!" ერქმევა. თუ ვინ წაიყვანს, ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა მისი შერჩევის პროცესში ვართ. იმასაც ვერ გეტყვით, თუ როგორი ხასიათის შოუ იქნება. უბრალოდ, ვიტყვი, რომ მაყურებელს სულ მალე, ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელის. შოუს დეტალები ცნობილი მალე გახდება.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება