ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა თაფლობის თვისთვის მაცხოვრებლებს კუნძული დაატოვებინებს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა თაფლობის თვისთვის მაცხოვრებლებს კუნძული დაატოვებინებს

თაფლობის თვისთვის რომ განმარტოებულიყვნენ, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მალტის კუნძულის მცხოვრებლებს თხოვეს, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ.

 

რამდენიმე დღის წინ დაქორწინებულმა ჯოლიმ და პიტმა გადაწყვიტეს, თაფლობის თვე განმარტოებით გაეტარებინათ. ამისთვის მათ მალტის კუნძულ გოცოს მცხოვრებლებს სთხოვეს, დროებით დაეტოვებინათ კუნძული და 200 000 დოლარი შესთავაზეს. რამდენი ხნით დათანხმდნენ სახლებიდან წასვლაზე ადგილობრივები, უცნობია.

კუნძულ გოცოზე ჯოლიმ და პიტმა არა მარტო დასვენება, არამედ ანჯელინას ახალი ფილმის - ”ზღვასთან” გადაღების დაწყებაც განიზრახეს, რომელშიც თავად ცოლ-ქმარი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, წყვილმა გადაწყვიტა, ბინა არ ექირავებინათ კუნძულზე, ამის მაგივრად ნაპირთან გაჩერებულ იახტაზე ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, ჯოლი და პიტი 23 აგვისტოს დაქორწინდნენ საფრანგეთის ძველ ციხესიმაგრეში. ცერემონიას შვილების და მოსამართლის გარდა, არავინ ესწრებოდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება