"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს

"პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტიის ძებნაში ვარ" - "მოულოდნელი კითხვები" გიორგი ნაზღაიძეს

ტელე-რადიოწმაყვან გიორგი ნაზღაიძეს ამ ზაფხულს პატარა უსიამოვნო ამბავი კი შეემთხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კარგი დასვენება მოიწყო, - "მთა და ბარი შეაჯერა", ლამის მთელი საქართველო მოიარა, რითიც ძალიან კმაყოფილია.

ის ახლა ჩემი ბლიც-სერიის სტუმარი გახდა, ტრადიციული "მოულოდნელი კითხვებით" შევეხმიანე.

- გიორგი, სად ხარ?

- მანქანაში და ჩემს ოჯახთან ერთად, ბაზალეთზე მივდივარ. ასე რომ, გრძელდება ჩემი შვებულება...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- იდეალურზე, როგორც ყოველთვის. რაც არ უნდა ხდებოდეს, მე მაინც კარგ ხასითზე ვარ.

- დარდს რითი კლავ?

- მეგობრებთან ერთად, სასმელით...

- დეპრესია დარდის გამო არ გერევა?

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დეპრესია ცოტა ხანს მიგრძელდება. შეიძლება მაგ დროს ჩემს აგარაკზე წავიდე და ერთი-ორი დღის განმარტოვებით გადამიაროს. იქიდან სხვანაირი ჩამოვდივარ.

- ცაზე ვარსკვლავები თუ დაგითვლია?

- არა, მაგისთვის სად მცალია? უნდა დაითვალო რამდენი ბინძური ადამიანი დადის ქალაქში. ისე, ბინძურს არადა, ქუჩაში ლამაზ ადამიანებს კი ვეძებ ხოლმე, რაც სამწუხაროდ, იშვიათობაა.

- რისი ბრალია ეს?

- სისხლი არ ირევა. ქართულს უცხოური სისხლი თუ შეერია, ხომ საერთოდ გალამაზდება ერი.

- ამის მომხრე ხარ?

- კი, ხომ სულ იმას ვამბობთ, რომ ლამაზი ერი ვართო, მაგრამ სასურველი იქნება, თუ უფრო გავლამაზდებით...

- უხამსი სიტყვების თქმას საჯაროდ არ ერიდები. ამას უსიამოვნება არასდროს შეუქმნია შენთვის?

- არა. ისე, საზოგადოებისგან ცოტა აგრესიას ვგრძნობ, რომელიც უფრო სოციალური ქსელში გამოიხატება. უზრდელი და თავხედი ხარო, - უთქვამთ...

- ადამიანების რამდენ პროცენტს უყვარხარ?

- დიდი პროცენტს ვუყვარვარ, ხომ იცი, უცნაური ერი ვართ, შეიძლება სიყვარული ცუდი კუთხით, აგრესიით გამოვხატოთ, ამ დროს კი ვიცი, გულის სიღრმეში ბევრს ვუყვარვარ. ისე, ყველასაც ვერ ვეყვარები. თუ პროცენტულად უნდა გამოვხატო ეს ყველაფერი, გეტყვი, რომ 40 პროცენტს მართალ ვუყვარვარ...

- პოლიტიკოსობა არ გინდა?

- როგორ არა მინდა, მე ხომ 35 წლისა პოლიტიკაში უნდა მოვიდე. ახლა პარტის ძებნაში ვარ, რომელიმეში უნდა დავმკვიდრდე...

- ლიბერალი ხარ?

- არა.

- აბა, დიქტატორი?

- რაღაც გაგებით, კი. ბევრმა შეიძლება ისე გაიგოს, რომ დიქტატორობა ცუდია, არადა, არც ისე ცუდია.

- რომელიმე უწყების მინისტრობა ხომ არ გინდა?

- ჯერ მაგხელა ამბიცია არ მაქვს. როცა ამა თუ იმ პარტიაში გავერთიანდები, პოლიტიკურ ცოდნასა და გამოცდილებას შევიძენ, მერე ვნახოთ.

- რამდენი წლის ხარ?

- 29 წლის და 6 წელიწადში მინდა, რომ პოლიტიკაში გადმოვბარგდე...

- შალვა ნათელაშვილის პარტიამ რომ შემოგთავაზოს წევრობა?

- თუ დიდ თანხას გადამიხდიან (სიცილით ამბობს), კი, თანახმა ვარ და მაგათ ყველას ჯანსაღ აზრზე მოვიყვან...

- ლამაზი ქალის დანახვისას რა ემოცია გაქვს?

- ბედნიერი სახის გამომეტყველება მაქვს ხოლმე, სიტყვიერიად კი ვამბობ, - რა ლამაზია?

- ქალს თუ აუხსნია შენთვის სიყვარული?

- კი, ბევრს აუხსნია სიყვარული, მაგ დროს ცოტა უხერხულობას კი ვგრძნობ ხოლმე, რადგანაც რაღაც მსიამოვნებს, რაღაც - არა. სიყვარულის ახსნა ზოგადად არ მიყვარს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი თავისით უნდა მოხდეს.

- სხეულის რომელიმე ნაწილზე პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გინდა, რომ გაიკეთო?

- არა, არა იდეალური გარეგნობა მაქვს (სიცილით ამბობს), რა გავიკეთო? ერთი ცხვირის პლასტიკა გავიკეთე და მაგ ამბავს გადამაყოლეს. არადა, ჩემი ძველი ფოტოები რომ ნახონ, იგივე ცხვირი მაქვს. ბევრი არაფერიც არ გამიკეთებია. უბრალოდ, ცოტა კორექტირება შევიტანე. მოკლედ, არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ.

- "ბეწვის ხიდზე" გაგივლია?

- ბევრჯერ. "ბეწვის ხიდზე" გავიარე მაშინ, როდესაც ბათუმში დამიჭირეს, მერე შარშან, თურქეთში მე და თამუნა მუსერიძეს კონფლიქტი რომ მოგვივიდა თურქ მესაზღვრეებთან. კიდევ იყო ასეთი - საშინელ გზაზე მანქანით მივდიოდი და კინაღამ მანქანიანად მე და ჩემი მგზავრები გადავიჩეხეთ. მოკლედ, "ბევრი ბეწვის" ხიდი ყოფილა, იგივე შოუბიზნესშიც...

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- საოცრად მხიარული ვარ. კარგ განწყობაზე ვარ და მეგობრები რასაც მთხოვენ, ყველაფერს ვჩუქნი. მერე გამოფხიზლებულს მრცხვენია, რომ უკან გამოვართვა ხოლმე, თუნდაც ეს ძვირად ღირებული საათი, სამაჯური, სათვალე იყოს... მაგრამ როცა უკვე ძალიან მთვრალი ვარ, სახლში მივდივარ, რომ ამხელა კაცი ვინმეს წასაყვანი არ გავხდე.

- ბოლო ჭორი, ან ამბავი, რომელიც შენზე გაიგე?

- ბოლო ჭორი ჩემ შესახებ ის იყო, შორენა ბეგაშვილისა და ჩემი ურთიერთობის შესახებ პრესაში რომ დაწერეს. ეს ერთი თვის წინ იყო. მეორე აქტუალური ჭორი კი ასეთი იყო: თავს ოთხი ადამიანი თურმე იმიტომ დამესხა, რომ ტელევიზიით ვიღაცებისთვის უსიამოვნო რაღაცებს ვამბობ ხოლმე. ერთი იდიოტური ჭორი იყო, მეორე კარგი, - ჩემი და შორენას ურთიერთობა სასიამოვნოა, აბა, რა?!

- თავად თუ გიცემია ვინმე და ვინმესთან გიჩხუბია?

- უმიზეზოდ არავისთან მიჩხუბია და არც მიცემია. მოკლედ, არც კონფლიქტში შევსულვარ და ვინმეზე არც ხელი ამიწევია…

- რამდენია 7X9?

- 63.

- ყოველთვის იცი, ჯიბეში რამდენი გაქვს ფული?

- საფულეს გარეშე ფული ჯიბეში არ ჩამიდია და მიახლოებით, ყოველთვის ვიცი, რამდენი მაქვს.

- ახლა რომელიმე ლექსიდან რაიმე ფრაზა მითხარი.

- "არწივი ვნახე დაჭრილი,/ ყვავ-ყორნებს ეომებოდა,/ ეწადა ბეჩავს ადგომა,/ მაგრამ ვეღარა დგებოდა. ეს ლექსი დღეს ჩვენს ცხოვრებას ესადაგება.

- ნატვრა, რომელიც არასოდეს აგისრულდება.

- არ მაქვს ასეთი ნატვრა. ძირითადად, ისეთი სურვილები მაქვს, რომ რეალობასთან არის ხოლმე ახლოს.

- ამ წუთას ვის მიმართავდი?

- საზოგადოებას მივმართავ: ხალხო გონს მოეგეთ! საქართველო ინგრევა!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება