რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''

რატომ აწერია ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის აფიშას ''16+''

წელს ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ორი ქართული - კინომსახიობთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მონაწილეობდა. ნიკოლოზ საბაშვილის ''ქაღალდის წვიმა'', 17-დან 24 აგვისტოს, ფესტივალის ფარგლებში ექვსჯერ წარმოადგინეს. ამავე სპექტაკლის ნახვა, რომლის პიესის ავტორი თავად რეჟისორია და განკუთვნილია მოზრდილთათვის, ქართველ მაყურებელს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შეუძლია. რეჟისორი რამდენიმე პრემიერისთვის ემზადება და შეხვედრისას ამ სიახლეებზეც ვისაუბრეთ...

- ''ქაღალდის წვიმის'' დადგმა მესამედ მომიხდა, ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან. პირველად ეს სპექტაკლი ჩემთან ''ახალ თეატრში'' დავდგი, რისთვისაც 2011 წელს თეატრალური პრემია ''დურუჯი'' გადმომეცა. მეორედ ანალოგი დავდგი ახალციხის თეატრში. იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ''ახალი თეატრი'', რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით, არ მუშაობს, ბატონი დიმა ხვთისიაშვილისგან მივიღე შემოთავაზება, რომ ''ქაღალდის წვიმა'' მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადამეტანა და სპექტაკლს სიცოცხლე იქ განეგრძო. ასე რომ, მესამედ განვახორციელე სხვა მსახიობებთან ერთად. ზოგადად, არ მიყვარს აღდგენითი რეპეტიციები, ძალიან ვიტანჯები, ყოველთვის მირჩევნია, დავდგა ახალი და ფაქტობრივად, ამ შემთხვევაშიც ასეც მოხდა. პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული ნამუშევარი გამოვიდა.

- შედეგით ყმაყოფილი ხარ?

- კარგი მსახიობები არიან, კარგად იმპროვიზირებენ და კმაყოფილი ვარ. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანა სანაია, ზურა ავსაჯანიშვილი, ვახო ნოზაძე, ნიკა ნანიტაშვილი და მეხუთე პერსონაჟს, რეჟისორის როლს, პატარა ირაკლი ხვთისიაშვილი განასახიერებს.

- სპექტაკლის აფიშას აწერია ''16+'', მიზეზი ახსენი...

- დიახ, ასეა. ახალ ვერსიაზე მუშაობისას ჩავსვით ისეთი სცენები, რომლებიც ამგვარ წარწერას მოითხოვს. მაგალითად, სპექტაკლშია აბაზანის სცენა, რა თქმა უნდა, კლოუნადაში გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც ასე ვიფიქრეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, მაყურებლის მხრიდან პრეტენზია რომ არ გაჩენილიყო, ამიტომაც დავაწერეთ აფიშას.

- წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველად მონაწილეობდა ედინბურგის ფესტივალში. რა ნიშნით შეირჩა შენი სპექტაკლი?

- ალბათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ არსებობს ენობრივი ბარიერი. კლოუნადაა, მხოლოდ რამდენიმე მსახიობია, არ აქვს დეკორაცია, მინიმალური რეკვიზიტი ადვილად ''გადაადგილდება''. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორ მიიღებდა მას ევროპელი მაყურებელი. თეატრის კრიტიკოსები დაესწრნენ და პრესაში გამოეხმაურენ. იყო შენიშვნებიც, მაგრამ საერთო ჯამში უფრო მეტი დადებითი დაიწერა. მოიწონეს მსახიობები და მე მომიწონეს ფანტაზია (იღიმის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება