"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს

"შვილს ცოტნეს ვეღარ დავარქმევ" - "მოულოდნელი კითხვები" ახალი სეზონის წინ გიორგი ბახუტაშვილს

წელს ცოტნე ცოტაშვილს ცნობილ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელი ისევ იხილავს, თუმცა ჯერ თავადაც არ იცის, ისევ პოლიტიკოსის სტატუსით მოევლინება საზოგადოებას თუ არა. ეს მხოლოდ სცენარისტებმა იციან, რომლებიც მისი პერსონაჟის ბედს განაგებენ...

სანამ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ფართო ეკრანზე ისევ გამოჩნდება, ჩემი ბლიც-სერიის "მოულოდნელი კითვხების" რესპონდენტი გახდა.

-  გიორგი, სად ხარ?

-  სახლში.

-  როგორ განწყობაზე ხარ?

-  კარგად ვარ, მშვენივრად დავისვენე და ველოდები ახალ პროქტებში ჩართვას.

-  გასულ გაზაფხულს ახალდაქორწინებული იყავი, ცნობილია, რომ მხოლოდ ორი დღე გქონდა თაფლობისთვის, რადგანაც მუშაობდი და დატვირთული გრაფიკი გქონდა. ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც თუ გაიგე, თაფლობის თვის გემო?

-  კი, ამისთვის უკვე მქონდა დრო, მეუღლესთან ერთად კვარიათში ვიყავი. მერე მარტყოფში მაქვს აგარაკი და იქ დავისვენეთ... მოკლედ, მშვენიერი რამ ყოფილა ეს თაფლობისთვე (სიცილით ამბობს).

-  როგორ გგონია, სიყვარული რა ფერია?

-  იასამნისფერი.

-  რატომ?

-  როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, სპექტაკლზე - "მერე რა რომ სველია სველი იასამანი" მოვიდა... იმის მერე იასამანმა და იასამნისფერმა სერიოზული დატვირთვა შეიძინა. ახლა ის სიყვარულის ფრად მაქვს სიმბოლურად აღიარებული. ჩემს მეუღლეს კი უნდოდა, თმა იასამნიფრად შეეღება და გადავაფიქრებინე (იღიმის)...

-  სამყარო შავ-თეთრი რომ იყოს, რა მოხდებოდა?

-  რა თქმა უნდა, ცუდი იქნებოდა, მაგალითად, მე მწვანე ფერს ვერ ვხედავ...

-  მწავნილი რა ფერია?

-  მწვანე (სიცილით ამბობს). ახლა არც ისეა საქმე, მწვანეს ვერ ვხედავდე...

-  ცოტნე ცოტაშვილი მოგენატრა?

-  მომენატრა.

-  მერე როგორ აპირებ მასთან შეხვედრას?

-  ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, სად შევხვდები. ალბათ, სოფელში ვნახავ...

-  რას ურჩევდი?

-  უფრო მეტი გულწრფელობისკენ მოვუწოდებდი.

-  ცოტნე - ეს სახელი თუ მოგწონს?

-  კი, შვილისთვის მინდოდა, დამერქმია, მაგრამ გადავიფიქრე. ალბათ ცოტნეს აღარ დავარმევ. არადა,  სანამ სერიალში ჩავერთვებოდი, ასეთი სურვილი ნამდვილად მქონდა.

-  მოკლედ, შვილისთვის შერჩეული სახელი შენ დაგარქვეს...

-  ჰოდა, ახლა ჩემს პატარას რომ დავარქვა, აღარ გამოდის. თან, ჩემში უკვე რაღაც სხვა ემოციას იწვევს (იცინის) ...

-  პერსონაჟის სახელს მაყურებლები ხშირად მსახიობს არქმევენ ხოლმე. შენც ცოტნეს გეძახიან თუ ისევ გიორგი ხარ?

-  ცოტნეს პატარა ბავშვები მეძახიან. რეალურად კი მაყურებელი ცოტნესთან არ მაიგივებს. უფრო ჩემს ნამუშევარს აფასებენ ხოლმე, რაც მსიამოვნებს. ასე რომ, ისევ გიორგი ვარ...

-  აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, დილას რომელ ფეხზე ადგები?

-  არა, არ აქვს, მაგრამ იმიტომ, რომ ბებიაჩემის მჯერა, ხანდახან დავფიქრებულვარ, ფეხსაცმელს პირველად რომელ ფეხზე ვიცვამ და მერე ჩემს თავზე ნერვები მომშლია...

-  საკუთარი პერანგი თუ გაგირეცხავს და რა განგიცდია იმ დროს?

-  კი, როგორ არა. ხშირად არა, მაგრამ ყოფილა ასეთი შემთხვევები, სადმე თუ წავსულვარ და ისიც მაშინ, სანამ ცოლს მოვიყვანდი. ძირითადად კი დედა აგვარებდა მაგ პრობლემას, ახლა - მეუღლე და სარეცხი მანქანა. თან, დიდი ხანია, მარტოც არსად წავსულვარ, მაგრამ რომ დამჭირდეს, გავრეცხავ. ეს პროცესი ჩემში უარყოფით ემოციებს არ აღძრავს.

-  ნერვები როდის გღალატობს და როდის შეიძლება მდგომარეობიდან გამოხვიდე?

-  ალბათ უსამართლობას თუ შევეჯახები...

-  ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს?

-  კი...

-  გინახავს ტყუილის "მოკლე ფეხები"?

-  როგორ არა... თან, მაგარი საშინელია...

-  ამ წუთას რომელიმე ლექსიდან რაც ფრაზა წაგვიკითხე?

-  "თეთრი ტყეების მომყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე"...

-  ნუთუ მარტო ხარ?

-  მარტო უკვე კარგა ხანია, აღარ ვარ, უბრალოდ, მომწონს ეს პოეტური წყობა და თავში მიტრიალებს ხოლმე...

-  იქნებ გვითხრა, შენი ამოჩემებული სიტყვები, ფრაზები, რომლებსაც ხშირად იმეორებ...

- კი, სპექტაკლიდან მაქვს ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით მაშინ, როცა წარმოდგენისთვის ვემზადები. სერიალიდანაც ყოფილა, სანამ გადასაღებ მოედანზე მივსულვარ. მერე უკვე ახალი თემები ამეკვიატება ხოლმე...

-  მესიჯი ლექსად თუ დაგიწერია?

-  არა, უბრალოდ ლექსი ჩამიწერია და ადრესატისთვის ის გამიგზავნია.

-  თავად არ წერ ლექსებს?

-  ლექსებს ვერ ვწერ, არ გამომდის.

-  "ვესხისტყაოსანში" რომელ პერსონაჟი იქნებოდი?

-  არც ერთი. "ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ძალიან ცალკე მდგომი, რაღაც ხელშეუწვდომი ნიმუშია. შეიძლება ამ პერსონაჟების თვისებები შენში იპოვო, მაგრამ მასში უფრო იდეალური გმირები არიან. იდეალურობამდე კი ბევრი მიკლია.

-  ამ ნაწარმოების ეკრანიზებისას როლსაც არ ითამაშებდი?

-  კი, როლის შესრულება შეიძლება. მკვეთარდ უარყოფითი პერსონაჟიც მითამაშია, მაგალითად, კალიგულა, რომის იმპერატორი... ყველა ადმიანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, უარყოფითს რომ თამაშობ, მასში სულ დადებითს ეძებ. როცა დადებითს თამაშობ, უარყოფითს ეძებ, მრავალწახნაგოვანი რომ გამოვიდეს და არა სწორხაზოვანი. იმიტომ, რომ ცხოვრება არ არის ერთფეროვანი...

-  წონასწორობის დარღვევა როდის არის ძნელი?

-  სანამ უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა მექნებოდა, მეტად ფიცხი ვიყავი და ადვილად ვკარგავდი წონასწორობას, უფრო ხშირად ვეხვეოდი რაღაც პრობლემაში, ახლა რაც ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება მარტო ჩემი არა არის და მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანსაც ეკუთვნის, რომელსაც ჩემი საქციელით შეიძლება პრობლემა გავუჩინო, უფრო ვფრთხილობ და ვხუმრობ ხოლმე: თუ თვალებში არ ჩამხედეს და დედა არ შემაგინეს, ისე ხმას არ ამოვიღებ-მეთქი...

-  სერიალზე დაიწყე მუშაობა?

-  ჯერ უბრალოდ შევიკრიბეთ და ნელ-ნელა, ამ კვირის შემდეგ დავიქოქებით.

-  რას პირდები წელს შენს მაყურებელს?

-  ვეცდები, ისევე საინტერესო იყოს ეს სეზონი, როგორიც წინა იყო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება