ეკა ჯამაგიძემ ერთ დღეში თმა ოთხჯერ შეიღება

ეკა ჯამაგიძემ ერთ დღეში თმა ოთხჯერ შეიღება

გემომეტრის სტუმრები მსახიობი ეკა ჯამაგიძე და დიზაინერი ზალიკო ბერგერი ფავორიტი სამოსის მაღაზიებისა და საყვარელი სილამაზის სალონების შესახებ ისაუბრებენ.

- შოპინგი ძალიან მიყვარს. თბილისში არის რამდენიმე მაღაზია, რომლითაც კმაყოფილი ვარ, დანარჩენი ნაგავია.

- რომელი მაღაზიებით ხართ კმაყოფილი?

- New trend, No Name ''პოდიუმი''. ესენი საკმაოდ ძვირიანი მაღაზიებია, მაგრამ მაგარ რაღაცებს გვთავაზობენ. ამათ გარდა, კიდევ არის ერთი -Fashion Gallery, სადაც ასევე არაჩვეულებრივი სამოსი აქვთ, მაგრამ იქ არ დავდივარ, ერთი კაბა რომ 5000 ლარი ღირს, იმას ნამდვილად ვერ ვიყიდი, თუმცა, არიან გამონაკლისებიც.

- სილამაზის სალონებიდან რომელია შენთვის გამორჩეული?

- გამორჩეულია ის, სადაც დავდივარ, ესაა ''პოდიუმი'', რომლის მუდმივი და კმაყოფილი კლიენტი ვარ. ასევე ვსტუმრობ გაგარინზე მდებარე სალონ ''ვიკასაც'', ''ნატალის'' კი - სოლარიუმისთვის.

- ექსპერიმენტების ჩატარება საკუთარ თავზე რამდენად გიყვარს?

- მიყვარს და ესაა მიზეზი იმისა, რომ ვერა და ვერ გავიზარდე თმა, სულ ვიჭრი და ვიჭრი. ყველაზე ცუდი ექსპერიმენტი გახლდათ ის, რომ დღეში ოთხჯერ გადავიღებე თმა, ბოლოს კი მოკლედ შე-ვიჭერი, რაც ძალიან ცუდად დამამახსოვრდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება