როგორ ატარებენ "ხავერდოვან სეზონს" ვარსკვლავები

როგორ ატარებენ "ხავერდოვან სეზონს" ვარსკვლავები

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე დასრულდა, პაპარაცები მაინც აგრძელებენ ზღვის სანაპიროზე მყოფ ვარსკვლავებზე ნადირობას.

მაგალითად, ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი გელფრენდი, 29 წლის სუპერმოდელი ბარ რაფაელი ე.წ. ”ხავერდოვან სეზონს” ბერძნულ კუნძულ მიკონოსზე ატარებს, სადაც მას მეგზურობას ამჟამინდელი ბოიფრენდი, ბიზნესმენი ადი ეზრა უწევს.

"ბინდის" 24 წლის ვარსკვლავმა კრისტენ სტიუარტმა სულ ცოტა ხნის წინ, 5 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა შეიძინა მალიბუს სანაპიროზე. ამიტომ ზღვაზე დასვენებას ის, მეგობრებთან და საყვარელ ძაღლთან ერთად სეირნობას ამჯობინებს. თუმცა, მისი ყოფილი საყვარელი, 28 წლის რობერტ პატინსონი, რომლის რჩეულიც 26 წლის ბრიტანელი პოპ ვარსკვლავი ტალია ბარნეტი, იგივე FKA Twings არის, მეგობართან ერთად ატარებს სექტემბრის პირველ დღეებს.

56 წლის მსახიობი და რეპერი ტრეისი მალროუ, იგივე Ice-T და 35 წლის მოდელი ნიკოლ კოკო მერი ოსტინი უკვე 13 წელია დაქორწინებულები არიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველთვის ერთად ისვენებენ. ამჟამად, წყვილმა მზის აბაზანების მიღება კარიბის ზღვის სანაპიროზე გადაწყვიტა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება